ქართველები, სომხები და რუსები, საჭიროების შემთხვევაში,
სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას სხვადასხვა ქვეყნებისგან ელოდებიან.
საქართველოს ყველაზე მეტად აშშ-ს დახმარების იმედი აქვს, სომხეთს - რუსეთის,
ხოლო რუსი მოსახლეობის უმრავლესობას - ბელარუსის.
 
საქართველოში, სომხეთსა და რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, თითოეულ ქვეყანაში, მონაწილეობა მიიღო 1200-მა რესპონდენტმა. მათ უპასუხეს კითხვას, საჭიროების შემთხვევაში, რომელი ქვეყნებისგან მოელიან სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას.
 
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სომხეთი და რუსეთი სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას დსთ-ს ქვეყნებისგან მოელიან, ხოლო საქართველოს ევროკავშირში და დსთ-ში შემავალ ქვეყნებზე მეტად, სხვა ქვეყნების დახმარების იმედი აქვს (იხილეთ გრაფიკი #1).
 
HotGphhttUwpma1 geo
 
უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს შედეგებით, ქვეყანა, რომლისგანაც შეიძლება მან საჭირო სამხედრო-პოლიტიკური დახმარების მიღება შეძლოს, არის აშშ (48%). შესაბამის სიტუაციაში ქართველებს უკრაინის დახმარების იმედიც აქვთ (23%) (იხილეთ გრაფიკი #2).
 
სომხების დიდი ნაწილი (72%) სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას რუსეთისგან ელის, 18%-ს კი მიაჩნია, რომ არცერთი ქვეყანა არ აღმოუჩენს სომხეთს მსგავს დახმარებას.
 
რუსი მოსახლეობის შეფასებით, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით საჭირო დახმარება რუსეთმა რამდენიმე ქვეყნისგან შეიძლება მიიღოს. უმეტესობა ასეთ ქვეყნებად ასახელებს ბელარუსს (32%), ჩინეთსა (24%) და ყაზახეთს (23%). მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი (21%) ფიქრობს, რომ სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას მათი ქვეყანა არავისგან მიიღებს.
HotGphhttUwpma2 geo

სიახლეები

2017 წლის 20 ყველაზე აქტიური კომპანია მედიაში

  • 2018-01-17

„აიფიემ კვლევები“ აგრძელებს 2017 წლის შეჯამებითი სტატისტიკების წარმოდგენას, ქართულ მედია სივრცეზე დაყრდნობით. ამჯერად გთავაზობთ, იმ ბიზნეს კომპანიების ოცეულს, რომლებიც, 2017 წლის...

მოსახლეობის 93,3% თვლის რომ, 2018 წელი წინა წელთან შედარებით უკეთესი იქნება

  • 2018-01-15

ქართველები საახალწლო სუფრისთვის, საშუალოდ,  200-დან 300 ლარამდე ხარჯავენ. კერძი, რომელიც თითქმის ყველა ოჯახის საახალწლო სუფრაზეა - გოზინაყია. ქართველებისთვის ახალ წელთან არაერთი ტრადიციაა დაკა...