აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია საქართველოში. სპეციალისტების განცხადებით, სათამაშო ბიზნესი, ჩვენს ქვეყანაში, სწრაფი ტემპებით იზრდება. ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ ფართოვდება მისი შეღწევადობაც საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებში. თუ რამდენიმე წლის წინ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი იყო უშუალოდ სათამაშო დაწესებულებაში მისვლა, დღეს ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერი საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ონლაინ აზარტული თამაშების სამყაროში აღმოჩნდეთ.
 
აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 2016 წელს 4,235,351,755 ლარი შეადგინა, რაც 1 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით. აზარტული თამაშების ბაზარზე ამჟამად 252 კომპანიაა წარმოდგენილი. აზარტული თამაშები ყველაზე მომგებიანი ბიზნესია ამჟამად საქართველოში და ამ სექტორის შემოსავალმა კომერციული ბანკების შემოსავალსაც კი აჯობა – 2016 წელს ბანკების შემოსავალი 2 მილიარდ ლარს შეადგენდა. (08.06.2017 - ბიპიაი.ჯი)
 
აღნიშული 252 კომპნიიდან, 2016 წლის განმავლობაში, ქართულ მედიაში, სულ 9 მათგანის აქტივობები გვხვდება.
 
Gbim1 geo
 
2017 წლის განმავლოაბაში, თითქმის არ შეცვლილან ბაზრის მოთამაშეები, რომლებიც მედიაში აქტიურობენ. მათი მედია აქტივობის სტატისტიკური სურათი ასე გამოიყურება.
 
Gbim2 geo

სიახლეები

საბანკო ბარათების მედია აქტივობა

  • 2017-10-16

2017 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში კომერციულმა ბანკებმა 9,2 მლნ. საგადასახადო ბარათები გამოუშვეს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გამოშვებული ბარათებიდან ყვ...

თბილისელების 59%-ის აზრით, თბილისის მერობის კადიდატისთვის წარმომავლობა მნიშვნელოვანია

  • 2017-10-15

  თბილისელების უმრავლესობის აზრით, ქალაქის მერმა, პირველ რიგში, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე უნდა იზრუნოს. რამდენიმე კვირაში თბილისი ახალ მერს აირჩევს. მოახლოებული არჩევნების ფონზე, ...