• 2018-04-14

კომპანია „აიფიემ კვლევები“ გთავაზობთ, 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს, ბიზნეს ინდუსტრიების მოთამაშე კომპანიების, მედია აქტივობის თაობაზე. ამჯერად, წარმოგიდგენთ, სააფთიაქო ქსელების და მათი მედია გამოვლინების მნიშნელოვან ასპექტებს.
2017 წელს, ყველაზე აქტიური სააფთიაქო ქსელი, მედიაში, გახლდათ „პე ეს პე“, რომელმაც მთელი გამოვლინების 63 % დაიკავა.

ოთხივე ძირითად, მედია აქტიურ კომპანიას, სენტიმენტების ჭრილში, აქვს პოზიტივის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც, ავერსმა“ გადაინაცვლა პირველ ადგილზე. მისი სრული გამოვლინების 56%-ს, პოზიტიური ხასიათი აქვს. ნეგატიური გამოვლინების მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე ოთხივე კომპანიის შემთხვევაში, თუმცა ძალიან მცირე დოზით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გამოვლინების 2% და ეკუთვნის კომპანიას „ავერსი“.

საკმაოდ მრავლისმომცველია იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელთაც განაპირობეს კომპანია „ავერსის“ პოზიტიური პროფილი, 2017 წელს და რომელიც კომპანიამ არა მხოლოდ გარე მომხმარებელს, არამედ შიდა მომხმარებელსაც, თავის თანამშრომლებს შესთავაზა. ასევე, ნათლად იკვეთება ავერსის პოლიტიკა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.

ავერსმა 2017 წელს, 23 წლის იუბილე, ფარმაცევტების დაჯილდოვებით აღნიშნა. კომპანია გამარჯვებულად დასახელდა ფეინთბოლის ტურნირში. ავერსი-ფარმასა” და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, კომპანიის თანამშრომლები ხელფასიდან ყოველთვიურად ჩარიცხავენ ფონდის ანგარიშზე განსაზღვრულ თანხას.  პირველ ივნისს „ავერსმა“ ბავშვებს დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო ავერსმა" ოლიმპიურ კომიტეტთან განახლებული მემორანდუმის თანახმად აიღო ვალდებულება ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით. ,,აღადგინე ბორჯომის ტყეპარკი" - კომპანია "ავერსმა" სოციალურ პროექტში მიიღო
მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში ავერსმა 500 ძირი ფოთლოვანი ხე შეიძინა, რომლის დასარგავადაც კომპანიის თანამშრომლები თბილისიდან ბორჯომში გაემგზავრნენ.  „ავერსმა“ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 140 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. N5 პენიტენციურ დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ფარმაცევტულმა კომპანია „ავერსმა“ პატარებს, რომლებიც 3 წლამდე დედებთან ერთად დაწესებულებაში იზრდებიან საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.  The Georgian Times-ის ტრადიციული XVIII ბიზნეს-რეიტინგი 14 დეკემბერს გაიმართა. ბიზნეს რეიტინგების ფარგლებში 2016-17 წლებში ყველაზე წარმატებული ბიზნეს კომპანიებს შორის, ავერსიც დასახელდა.