• 2018-09-05

„აიფიემ კვლევები“ აგრძელებს რადიოში სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას, ამჯერად გთავაზობთ 2018 წლის ორი კვარტლის სტატისტიკას.
2018 წლის ორი კვარტლის მონაცემებით მონიტორინგში შემავალ რადიოსადგურებში სულ განთავსდა - 623 447 სარეკლამო რგოლი. აქედან - 459 483 რგოლი იყო კომერციული დანარჩენი სასპონსორო ტიპის რეკლამებია. კვარტლების ჭრილში მეორე კვარტალში გავიდა 75 311 რგოლით მეტი, ვიდრე პირველ კვარტალში იყო.
ვნახოთ როგორ გადანაწილდა სარეკლამო რგოლები რადიოსადგურებზე კვარტლების ჭრილში.

ორივე კვარტალში ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი განთავსდა რადიო მაესტროს ეთერში. ასევე საინტერესოა სარეკლამო დროის გადანაწილება კვარტლების ჭრილში.