• 2018-11-19

კომპანია „აი ფი ემ კვლევები“ აგრძელებს სარეკლამო მონიტორინგის კვლევას და გთავაზობთ, რადიოში სამშენებლო სექტორის აქტივობას, მონიტორინგის პერიოდი მოიცავს
2018 წლის ოქტომბერს.
2018 წლის ოქტომბრის თვის განმავლობაში სამშენებლო სექტორის კატეგორიაში რადიოში სულ განთავსდა 7 023 სარეკლამო რგოლი, გასული სარეკლამო რგოლებიდან 3 733 რგოლი იყო სასპონსორო რგოლები, კომერციული რგოლების რაოდენობამ შეადგინა - 3 290 რგოლი. კომერციული რგოლების ქრონომეტრაჟი სულ მეორე კვარტლის განმავლობაში - 79 201 წმ.-ია, კომერციული რგოლების ღირებულებამ ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით განისაზღვრა - 97 901 ლარით. გრაფიკზე წარმოდგენილია რადიში გასული რეკლამების რაოდენობების წილები სამშენებლო კომპანიების ჭრილში.

სამშენებლო კატეგორიაში შემავალი კომპანიებმა სარეკლამო კამპანიაში 2018 წლის ოქტომბერში ოფიციალურად სულ დახარჯეს - 97 896 ლარი. ვნახოთ როგორ გადანაწილდა
კომპანიის წილები ინვესტიციის პარამეტრში. აღსანიშნავია რომ კომპანია დირსმა სარეკლამო კამპანია წარმართა მხოლოდ სასპონსორო რგოლებით. გრაფიკზე წარმოდგენილია რადიში გასული რეკლამების ინვესტიციის წილები სამშენებლო კომპანიების ჭრილში.