• 2018-12-21

გასულ წელს „აიფიემ კვლევებმა“ შემოგთავაზათ, წინასაახალწლო მედიის მიმოხილვა. წელს ვაგრძელებთ ტრადიციას და შემოგთავაზებთ იმ სიახლეებს, რაც სადღესასწაულო
თემატიკას უკავშირდება.
გასულ წელს, დაახლოებით 800 ნიუსი გაჟღერდა საახალწლო თემაზე. 2018 წელი ამ მხრივ პროგრესული ტენდენციის მატარებელია და 1000-ზე მეტ სტატიასა და სიუჟეტში გვხვდება, საახალწლო ინფორმაცია.
საქართველომ ფეხი აუწყო ევროპას წინასაახალწლო მოსამზადებელი პერიოდის გახანგრძლივების თვალსაზრისით და უკვე, ნოემბრის დაწყებასთან ერთად, ყოველდღიურად აქტუალური ხდება სიტყვა „საახალწლო“. ჩვენც გთავაზობთ სტატისტიკას, თუ რამდენ სტატიასა და სიუჟეტში გაჟღერდა ფრაზა, გასული, არასრული 2 თვის განმავლობაში. ჯამში 1013 ნიუსში ახსენეს ეს სიტყვა და აქედან დიდი წილი ინტერნეტ მედიაზე მოდის.

საახალწლო თემატიკიდან, ყველაზე ხშირად, საახალწლო ნაძვის ხეზე საუბრობს ქართული მედია. თბილისის მთავარ ნაძვის ხეს, წელს, პირველი რესპუბლიკის (ყოფილი
ვარდების რევოლუციის) მოედანზე დადგამენ და 22 დეკემბერს აანთებენ. ნაძვის ხის განთავსება და საახალწლო ღონისძიებების მოწყობა მომდევნო წლებშიც ვარდების
მოედანზე იგეგმება და ეს ტრადიციად იქცევა. 
ტრადიციულად აქტიურია ბიზნეს სფერო. 5 დეკემბრიდან „თბილისი მოლში“ ორი სადღესასწაულო კუთხე გაიხსნა - ქართული ახალი წლის და ევროპულის შესაბამისი. ასე დაიწყო „თბილისი მოლის“ საახალწლო კამპანია „თოვლის ბაბუა VS სანტა კლაუსი“, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს საკითხს, თუ ვინ უნდა მოიყვანოს ახალი წელი საქართველოში - სანტა კლაუსმა თუ თოვლის ბაბუამ. საახალწლო აქტივობის ხანგრძლივობა 5 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლითაა. კვლავ საყოველთაო აქციას გვთავაზობს საქართველოს ბანკი და მთელს ერს რთავს საიდუმლო სანტას თამაშში.

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით, საყოველთაო Secret Santa 2019-ი დაიწყო! ყველას ვისაც აქვს სურვილი გაახაროს მისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, შესაძლებლობა ჰქონდა დარეგისტრირებულიყო ვებგვერდზე:
www.secretsanta.ge.
თიბისიმ მსესხებლის დასაჩუქრების კამპანია დაიწყო. 10 სთ-დან 20სთ-მდე ყოველი მე- 15 წუთი მომგებიანია, საგანვადებო სესხისთვის. პრიზი 100 ლარია. აქცია 31 დეკემბრამდეა და საშუალოდ 1 000 -მდე პირი დასაჩუქრდება. საახალწლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად თიბისი დაზღვევა ახალ აქციას იწყებს. 15 ნოემბრიდან მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით თიბისი დაზღვევაში და აირჩიოს განსაკუთრებული საჩუქრები. ვითიბი ბანკი სამომხმარებლო სესხებზე საახალწლო აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, თავდებობის უზრუნველყოფით 45 000-ლარამდე სესხის, ხოლო უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე თანხის აღება. 
აქტუალურია, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სულის ჩაქსოვა, საახალწლო ღონისძიებებში.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ მომხმარებლებისთვის ტრადიციული საახალწლო აქცია დაიწყო. წელს „ალდაგის“ ავტოაქცია, „ალდაგის“ ახალი პრევენციული სოციალური კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და შესაბამისად განისაზღვრა საჩუქრები ავტოაქციაში მონაწილე მომხმარებლებისთვის.
„ვისოლმა“ ბორჯომის ტყე-პარკში მომხმარებლების სახელზე საახალწლო აქციის ფარგლებში შეპირებული ნაძვის ხეები დარგო. მიმდინარე წლის 26 დეკემბერს კომპანიამ განაცხადა, რომ ტრადიციული საახალწლო კორპორაციული საჩუქრებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს 2008 წელს განადგურებული და შემდგომ ხელახლა გადამწვარი უნიკალური ტყის აღდგენას მოახმარდა.
ტექნიკის მაღაზიები, ტრადიციულად, ყველაზე აქტიურ პერიოდს იწყებენ. ელიტ ელექტრონიქსი ერთგულ მომხმარებელს საახალწლო აქციებით ანებივრებს. 14 დეკემბერს, მომხმარებელს ჰქონდა საშუალება, შეერჩია სასურველი ტექნიკა და გამხდარიყო იღბლიანი გამარჯვებული. ყოველი 100-ე მომხმარებელი სასურველ ტექნიკას უფასოდ მიიღებდა. გარდა ამისა საღამოს 5 საათიდან 10 საათამდე ელიტ ელექტრონიქსის ყველა ფილიალში ტექნიკა თითქმის განახევრებულ ფასად გაიყიდა. "არაი სმაილის" მაღაზიათა ქსელში უკვე საახალწლო განწყობაა. ქვეყნის მასშტაბით ყველა ფილიალში სადღესასწაულო აქციები დაიწყო. ტექნიკის თითქმის სრულ ასორტიმენტზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. ხელსაყრელი ფასების გარდა დაწესებულია საჩუქრებიც.
ტექნიკის მაღაზიათა ქსელ მეტრომარტშიც საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო.

საახალწლოდ ბინის შეძენაც კი უფრო მიმზიდველია. „მაქრო ქონსთრაქშენი“ უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს საახალწლო აქციას სთავაზობს. თუ საცხოვრებელ კომპლექს „მწვანე ალმასში“ შეიძენთ ბინას 15 იანვრამდე, მიიღებთ 23%- მდე ფასდაკლებას და ამავდროულად პარკირების ადგილს მიწისქვეშა პარკინგზე საჩუქრად.
დეველოპერული კომპანია აქსისი საახალწლოდ აქსისური საჩუქრების კამპანიას იწყებს. აქსისი საახალწლო შეთავაზებებს განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგა და მომხმარებელს სადღესასწაულო დღებში სწორედ იმ პროდუქტით გაახარებს, რაც მათ ინტერესებზე პირდაპირ არის გათვლილი და ბინის შეძენის დროს რეალურ საჭიროებას წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ საახალწლო შეთავაზებების, რომელიც ვრცელდება ქართულ მედიაში და მხოლოდ მიმოხილვით ხასიათს ატარებს. ჩამოთვლილი კომპანიების გარდა, ფასდაკლებებს იხილავთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, დანიურ სახლში, ლოლო მოლში და ა.შ.


გილოცავთ დამდეგს!