• 2019-02-15

„აიფიემ კვლევები“ გთავაზობთ, გასული წლის სტატისტიკას, ქართულ მედია სივრცეში, ყველაზე ხშირად გაშუქებული ეკონომიკური სფეროების შესახებ. გრაფიკზე მოცემულია პირველი 20 ინდუსტრია, რომელიც ყველაზე ფართოდ შუქდება მედია საშუალებების მიერ.

ფინანსური სექტორი, ტრადიციულად, წლის ყველაზე აქტიური ინდუსტრიაა, მედია სივრცეში და მოწინავე 20 სექტორს შორის, გამოვლინებების 44%-იანი წილით ლიდერობს. მეორე ადგილს „მშენებლობის“ სფერო იკავებს.

ფინანსური სექტორის მთავარი მოთამაშე, მედია გაშუქებების სიხშირის თვალსაზრისით, კვლავაც „თიბისი ბანკია“. მშენებლობის სექტორის მთავარი მოთამაშე გახლავთ კომპანია „ემ კვადრატი“. ტურიზმის და სტუმართმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შორის კი „რედისონი“ ლიდერობს. მე-4 ადგილი, ყველაზე აქტიურ სექტორებს შორის, გაიყო „კვების პროდუქტებსა“ და „ავტოს“ შორის. მეხუთე ადგილზეა ასევე ორი სექტორი: „ალკოჰოლი“ და „ავიაცია“.