• 2019-03-05

კომპანია „ აი ფი ემ კვლევები “ აგრძელებს სარეკლამო მონიტორინგის კვლევას და გთავაზობთ, ტელევიზიით სამშენებლო სექტორის აქტივობას, მონიტორინგის პერიოდი მოიცავს 2018 წელს.

სულ 2018 წელს ტელეეთერში განთავსდა 966 168 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟი - 21 576 906 წმ. ინვესტიციამ კი ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით შეადგინა - 870 374 358 ლარი.

განვიხილოთ სამშენებლო სექტორის სტატისტიკა. 2018 წლის განმავლობაში, სამშენებლო სექტორის კატეგორიაში, ტელევიზიით, სულ განთავსდა 28 046 სარეკლამო რგოლი, რაც მთლიანად გასული რეკლამების 2,9 % ია . გასული სარეკლამო რგოლებიდან, 16 331 რგოლი იყო კომერციული რგოლები, დანარჩენი 11715 სასპონსორო რგოლებია. სარეკლამო რგოლები გადანაწილდა 29 კომპანიაზე მათგან ყველაზე მეტი - 4 771 რგოლი განათავსა კომპანია აქსისმა.

გრაფიკზე წარმოდგენილია, ტელევიზიით, გასული რეკლამების რაოდენობების წილები სექტორიდან, სამშენებლო კომპანიების ჭრილში.

რაც შეეხება ქრონომეტრაჟის პარამეტრს, როგორც ირკვევა, არქი ჯგუფის შემდეგ, ყველაზე მეტი სარეკლამო დრო, აუთვისებია კომპანია ტერასა ჯგუფს, მისი წილი სექტორში შეადგენს - 9,08 % ს, ტერასა ჯგუფი რაოდენობის ჭრილში მეოთხე ადგილს იკავებს.

დანარჩენი კომპანიები შემდეგნაირად გადანაწილდა: გრაფიკზე წარმოდგენილია, ტელევიზიით, გასული რეკლამების ქრონომეტრაჟის წილები სექტორიდან, სამშენებლო კომპანიების ჭრილში.