• 2019-10-10

„აი ფი ემ კვლევები“ აგრძელებს სარეკლამო მონიტორინგის კვლევას. გთავაზობთ რადიო სადგურებზე 2019 წლის მეორე კვარტლის მონიტორინგის შედეგებს. გთავაზობთ მონიტორინგის ფარგლებში 7 რადიო სადგურის კვლევის მონაცემებს.
2019 წლის აპრილ-ივნისში, რადიო სადგურებში, სულ სასპონსორო და კომერციული რეკლამების რაოდენობამ შეადგინა 411 400 სარეკლამო რგოლი, მთლიანი ქრონომეტრაჟი ორივე ტიპის რეკლამაზე 6 644 052 წმ, ინვესტიციის პარამეტრში ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით რადიოსადგურებმა სულ 8 582 889 ლარი დახარჯეს. მეორე კვარტალში ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი რადიო მაესტროზე გავიდა - 127 773, შემდეგ პოზიციაზეა რადიო ფორტუნა 53 171 რგოლით. რეიტინგში ბოლო პოზიციას რადიო ფორტუნა + იკავებს - 34 432 რგოლით.
გრაფიკზე წარმოდგენილია რადიო სადგურების სარეკლამო რგოლების (სასპონსორო და კომერციული) სტატისტიკა. 2019 წლის მეორე კვარტალი.

ქრონომეტრაჟის მიხედვით პირველ ადგილს რადიო მაესტრო იკავებს 1 848 268 წამით, მეორე ადგილზე რადიო პალიტრაა 900 880 წამით. დროის პარამეტრით ბოლო ადგილს კი რადიო იმედი იკავებს - 578 756 წმ. გრაფიკზე წარმოდგენილია რადიო სადგურების სარეკლამო რგოლების ქრონომეტრაჟის სტატისტიკა. 2019 წლის მეორე კვარტალი.

ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრის, ინვესტიციის ნაწილში, რადიო სადგურები გადანაწილდნენ შემდეგი თანამიმდევრობით: პირველ ადგილს კვლავ რადიო მაესტრო იკავებს - 1 740 538 ლარი. მეორე ადგილზეა არ დაიდარდო - 1 695 105 ლარი. ბოლო ადგილზე კი რადიო პალიტრაა - 651 454 ლარით.

გრაფიკზე წარმოდგენილია რადიო სადგურების სარეკლამო რგოლების ინვესტიციის სტატისტიკა ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით. 2019 წლის მეორე კვარტალი.