• 2019-11-26

2019 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიაში გასული რეკლამის რაოდენობის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი საკვებ პროდუქტებს უჭირავთ. ამ პერიოდში ტელევიზიით სულ გავიდა 11632 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟი 209210 წამია, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 9002621 ლარი.

განვიხილოთ საკვები პროდუქტების კატეგორიაში რა პოზიციები აქვთ კომპანიებს. 2019 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიით მოცემულ კატეგორიაში მოხვდა 13 კომპანია, რომელთაც განათავსეს 11632 სარეკლამო რგოლი.

გრაფიკზე ნაჩვენებია სარეკლამო რგოლების რაოდენობა საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების კატეგორიაში.

რაოდენობით ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი კომპანია „ვიმ-ბილ-დან საქართველომ“ განათავსა - 17472 რგოლი. მეორე ადგილზეა „პეპსიკო“ 5525 რგოლით, ბოლო ადგილს კი 12 სარეკლამო განთავსებით „ვაკის ხორცპროდუქტები“ იკავებს.

ქრონომეტრაჟის მხრივაც პირველ პოზიციაზეა კომპანია „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ 17472 წამით, ბოლო ადგილი „ვაკის ხორცპროდუქტებს“ უჭირავს.

ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრშიც ლიდერობს კომპანია „ვიმ-ბილ-დან საქართველო“, რომლის მიერ ამ პერიოდში განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა 14876369 ლარი.
ინვესტიციის კატეგორიაში მეორე საფეხურს იკავებს „პეპსიკო“ – 5573169 ლარით, ბოლო ადგილზე კი ეტია - 1750 ლარით.

გრაფიკზე ნაჩვენებია, სარეკლამო რგოლების ინვესტიცია, საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების კატეგორიაში.