• 2020-01-30

მესამე წელია, კომპანია „აიფიემი“, აჯამებს გასული წლის მონაცემებს, ადამიანის უფლებების მედია გაშუქების მიმართულებით და მკითხველს აწვდის სტატისტიკურ მასალას, 2010 წლიდან მოყოლებული, იმ სფეროების თაობაზე, რომლითაც ინტერესდება მედია. არანაკლებ მნიშვნელოვანია დაინტერესების ხარისხიც, რაც სწორედ სტატისტიკურ მაჩვენებლებში გამოისახება, წლიდან წლამდე. 2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა „აიფიემის“ კვლევის მეთოდოლოგიაში და უფრო ვიწრო პროფილით დავიწყეთ საკითხის შესწავლა. სექტორები-„ადამიანის უფლებები“, ძალადობა და ა.შ. მეტ კონკრეტიკამდე მივიდა და უკვე შეგვიძლია
ვაწარმოოთ „ფემიციდის“, „ოჯახში ძლადობის“, „სექსუალური უმცირესობების“ და ა.შ. მედია გაშუქებების რაოდენობრივი თუ შინაარსობრივი მაჩვენებლების აკუმულირება. გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, როგორც ზოგადად თემის-ადამიანის უფლებები, გაშუქების თვალსაზრისით, ასევე მისი შემადგენელი, უფრო სპეციალიზირებული მიმართულებებისათვის.
2019 წლის განმავლობაში, თემას-ადამიანის უფლებები, ქართულ მედიაში დაეთმო ჯამურად 113 366 სტატია/სიუჟეტი, რაც თითქმის გასული წლის მონაცემებს უტოლდება. მნიშვნელოვანი კომპონენტებია ძალადობა-61 476 სტატია/სიუჟეტით და გენდერული საკითხები-23 884 ინფორმაციით, წლის განმავლობაში.
მედია გაშუქების სტატისტიკა, სამი მსხვილი სექტორისთვის, ასე გამოიყურება:

მსხვილი სფეროების გარდა, გთავაზობთ იმ სფეროების სტატისტიკურ ანალიზს, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით, მნიშნელოვანია ჩვენს საზოგადოებაში. გასულ წელს, 7 ასეთი მიმართულება გამოიკვეთა და მთლიანად ამ საკითხებისადმი დათმობილი მედია პუბლიკაციების/სიუჟეტების წილები, თითოეული მიმართულებისადმი, მოცემულია გრაფიკზე: