• 2017-10-09

გამოკითხულთა მხოლოდ 59,4% მიირთმევს ყოველდღე საუზმეს, სადილსაც და
ვახშამსაც.
ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული 64 წლის ადამიანებს ცხოვრების 174 დღე
გატარებული აქვთ საუზმეში, 219 დღე სადილში, ხოლო 202 დღე ვახშმის მირთმევაში.

საქართველოში განხორციელებული კვლევის შედეგად, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 500 რესპონდენტი, შეგროვდა მონაცემები გამოკითხულთა კვების რეჟიმის შესახებ.

კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 59,4%-ისთვის არის სამჯერადი კვება ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი. მოსახლეობის 8,7% კი, როგორც წესი, არ საუზმობს (იხილეთ გრაფიკი #1). მათი უმეტესობა 18-34 წლის ადამიანები არიან.

როგორც გამოირკვა, ყველაზე მეტი დრო მიაქვს სადილს, რომელზეც საშუალოდ 18 წუთი იხარჯება. მათგან, ვინც აფიქსირებს, რომ არ სადილობს, უმეტესობა კაცები არიან. ამის საპირისპიროდ, ქალები უფრო იშვიათად მიირთმევენ ვახშამს, ვიდრე კაცები (იხილეთ გრაფიკი #2). წლის განმავლობაში ადამიანები, საშუალოდ, 3.7 დღეს ხარჯავენ საუზმეში, 4.7 დღეს ხარჯავენ სადილში, 4.3 დღეს კი - ვახშამში. თუ ამ მონაცემებს შევადარებთ 2006 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგებს, აღმოჩნდება, რომ სამივე ტიპის კვებაზე ადამიანები 2006 წელს უფრო მეტ დროს ხარჯავდნენ, ვიდრე წელს. კერძოდ, წელიწადში საშუალოდ, 4.1 დღე საუზმეს ეთმობოდა, 5.2 დღე სადილს, ხოლო ვახშამში გატარებული დღეების რაოდენობა 5.2 დღე იყო. ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 64 წლის ადამიანებს ცხოვრების 174 დღე გატარებული აქვთ საუზმეში, 219 დღე სადილში, ხოლო 202 დღე - ვახშმის მირთმევაში.

2006 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგებთან ამ მონაცემების შედარებით, კვებაზე დახარჯული დროის სხვაობა კიდევ უფრო აშკარად იგრძნობა. 2006 წლის მონაცემებით, 64 წლის ადამიანს საუზმეზე წელიწადში 194 დღე ჰქონდა დახარჯული (20 დღით მეტი, ვიდრე ამჟამად), სადილზე 243 დღე (დღევანდელზე თითქმის 25დღით მეტი), ვახშამზე კი - 241 დღე (40 დღით მეტი). საბოლოო ჯამში, დღევანდელი მდგომარეობით, სამივე კვებაზე 64 წლის ადამიანი საშუალოდ, ხარჯავს თავისი ცხოვრების 595 დღეს, რაც დაახლოებით 85 დღით ნაკლებია, ვიდრე 2006 წლის მონაცემი.