• 2018-01-17

„აიფიემ კვლევები“ აგრძელებს 2017 წლის შეჯამებითი სტატისტიკების წარმოდგენას, ქართულ მედია სივრცეზე დაყრდნობით. ამჯერად გთავაზობთ, იმ ბიზნეს კომპანიების ოცეულს, რომლებიც, 2017 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტ სტატიასა და სიუჟეტში ახსენეს. პირველი 20 კომპანია და მათი მედია გამოვლინების ჯამური რაოდენობა (ცალი სტატია/სიუჟეტი) ასე გამოიყურება.

გამოვლინების გარდა, მნიშნელოვანია, თუ როგორ ტონში მოხდა კომპანიების გაჟღერება და როგორ პოზიციონირდნენ ისინი მსმენელისა და მკითხველის გონებაში, გასულ წელს.
შესაბამისად, გთავაზობთ, ამ კომპანიების მედია გამოვლინებების, შეფასებითი ნაწილის ანალიზს. გრაფიკზე მოცემულია პროცენტული გადანაწილება, კომპანიების პოზიტიურ და ნეგატიურ გამოვლინებებს შორის. ერთადერთი კომპანია, ლიდერი ოცეულიდან, რომელსაც პოზიტიური გამოვლინების მაჩვენებელი 100 პროცენტი აქვს, თეგეტა მოტორსია. რაც იმას ნიშნავს, რომ თეგეტა მოტორსის მედია აქტივობების, შეფასებითი დამოკიდებულებების შემცველი ნაწილი, მხოლოდ პოზიტივის მატარებელია.
97%-იანი ნეგატიური გამოვლინების მაჩვენებელი ახასიათებს ორ კომპანიას, ესენია- სასტუმრო ლეო გრანდი და ცენტრ-პოინტი. მათი ნეგატიური პროფილი, 2017 წელს განვითარებული მოვლენების ფონზე, ლოგიკურად ფორმირდა.