„ჩვენ ვავითარებთ მარკეტინგს, ვავითარებთ ბაზარს, ვართ დროში პირველები“!
„აიფიემ კვლევები“ მედია მონიტორინგის პროდუქტით საქართველოს ბაზარს 2000 წლიდან ამარაგებს და მუდმივად სიახლეებს სთავაზობს თავის ერთგულ და ლოიალურ პარტნიორებს. მედია სივრცის ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, მონიტორინგის დეპარტამენტმა განავითარა მოქნილი ვებ–გვერდი (www.mediamonitoring.ge/mms), რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყველა მედიაში (ტელევიზია, ბეჭდვითი მედია, რადიო, საინფორმაციო სააგენტოები) დროულად და შეუფერხებლად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საინტერესო თემებზე, აქცენტებზე, პიროვნებებზე. კომპანიებზე, კონკურენტებსა და პარტნიორებზე. ვებ–გვერდის განახლებული მოდელი აგებულია მომხმარებელთა სურვილების და რეკომენდაციების საფუძველზე და მაქსიმალურად პასუხობს მუდმივად განახლებადი ბაზრის მოთხოვნებს. თითოეულ მომხმარებელს სურვილისამებრ გამოეყოფა საკუთარი user და password, რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა მიეცემათ სრულად მოიხმარონ ვებ-გვერდი ყველა საჭირო პარამეტრით.
ოპერატიული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმატებული ბიზნესის მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა. იმისათვის, რომ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, აუცილებელია იყოთ მიმდინარე მოვლენათა ეპიცენტრში. კონკურენციის მკაცრი წესების შესაბამისად, იგებს ის, ვისაც საჭირო დროს აღმოაჩნდება საჭირო ინფორმაცია. თანამედროვე ეპოქაში ინფორმაციის რაოდენობა იზრდება და მოიცავს გრანდიოზულ მასშტაბებს. შესაბამისად, სრული სურათისა და ანალიზის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ინფორმაციის ყველა წყაროს დამუშავებით, რაც თავის მხრივ საჭიროებს დროს (მოძიება, შერჩევა, წაკითხვა, დამუშავება, ანალიზი…) და დამატებით ხარჯებს. მწვავე კონკურენციის პირობებში იზრდება მოთხოვნა ინფორმაციასა და მის მიღებაზე, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად განსაზღვროთ, თუ რით „სუნთქავენ“ თქვენი პარტნიორები, და მით უფრო - თქვენი კონკურენტები.
მედია მონიტორინგის მთავარი მიზანია არსებული საინფორმაციო გარემოს შესწავლა, კონტროლი და მოსალოდნელი ცვლილებების პროგნოზირება.
სწორედ ამიტომ, აიფიემის მედია მონიტორინგის დეპარტამენტი გთავაზობთ მედიაში განვითარებული მოვლენების და ამავდროულად თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინდუსტრიის, სფეროს, თემის, კომპანიისა თუ პიროვნების შესახებ ტელევიზიით, პრესით, რადიოთი და ინტერნეტ საიტებით გადმოცემული მასალების სრულყოფილად და გაანალიზებული სახით ოპერატიულად მოწოდებას, თემების პოზიციონირებას და მათ მედია–პარამეტრებს.
მედია მონიტორინგის გუნდი ასევე გთავაზობთ კომპლექსურ მედია ანალიზს:
თუ გსურთ იყოთ დროში პირველები, აუწყოთ ფეხი მუდმივად ცვალებადი ბაზრის ტენდენციებს და მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა, ითანამშრომლეთ ჩვენთან!
შეუწყვეთ ხელი საკუთარ წარმატებას!