სავაჭრო წერტილების კვლევა

სავაჭრო წერტილების კვლევა არის სამარკეტინგო კვლევების ორი პრინციპული მიმართულებიდან ერთ-ერთი (მეორე პრინციპული მიმართულებაა "სამომხმარებლო", ან მომხმარებელზე ორიენტებული კვლევები). სავაჭრო წერტილების კვლევის ობიექტია პროდუქციის რეალიზაციის წერტილები, მათ შორის - სუპერმარკეტები, დიდი და საშუალო შერეული ტიპის და სასურსათო მაღაზიები, პავილიონები, სპეციალიზებული მაღაზიები (მაგალითად, ნაბეჭდი მედიის რეალიზაციის ჯიხურები, ღვინის სახლები) და ..

2005 წლიდან აიფიემ კვლევები სავაჭრო წერტილების კვლევისას მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს იყენებს, ლიცენზირებული მეთოდიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით. კვლევის ხარისხი საქართველოში ისეთივეა, როგორც წამყვანი კვლევითი ინდუსტრიების ევროპულ თუ სხვა ქვეყნებში.

სავაჭრო წერტილების კვლევას აქვს ორი პრინციპული მიდგომა:

Retail Audit

Store Check

მათგან Store Check მეტად მარტივია და იძლევა მხოლოდ ფასებისა და დისტრიბუციის მაჩვენებლებს. Retail Audit- მეტად სრულყოფილი კვლევაა და იძლევა დისტრიბუციისა და გაყიდვების ყველა პრინციპულ მაჩვენებელს ცალკეული სეგმენტების სავაჭრო წერტილებისათვის.

კვლევა გვაძლევს საშუალებას, შევადაროთ ერთი და იმავე კატეგორიის პროდუქტის (მაგალითად, ლუდის ორი სხვადასხვა ბრენდის) მწარმოებელი კომპანიების დისტრიბუციის სურათები, აღმოვაჩინოთ დისტრიბუციის შეცდომები/ჩავარდნები, ბაზარზე ფასების ცვლილებები და მოცულობები და დისტრიბუციის გაუმჯობესების შემთხვევაში გაყიდვების ზრდის დინამიკის ალგორითმიც კი.

Retail audit-ის მონაცემებს იყენებს მსოფიოს ყველა კომპანია, რომელიც აწარმოებს სწრაფმოხმარებად (FMCG) პროდუქციას.

აიფიემის გამოცდილება აჩვენებს, რომ არასრულყოფილი დისტრუბუციის გამო კომპანიები საქართველოში კარგავენ შემოსავლების 5-30%.

ანგარიშის ფორმა

სავაჭრო წერტილების კვლევის ანგარიში მოცემული იქნება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის ან ნაბეჭდი სახით. ანგარიშში შევა შემდეგი ინფორმაცია:

  • ჭრილი კონკურენტი ბრენდებისათვის;
  • ჭრილი კონკურენტი კომპანიებისათვის;
  • ჭრილი ცალკეული ქალაქებისათვის;
  • ჭრილი კონკურენტი სავაჭრო ობიექტის ტიპისათვის;
  • ჭრილი სხვადასხვა დროის პერიოდებისათვის;
  • დისტრიბუციის პარამეტრები;
  • გაყიდვების პარამეტრები;
  • საფასო სეგმენტები;
  • სხვა ანალიტიკური და აღწერითი ინფორმაცია;