სოციალური კვლევა

პრაქტიკულად ყველა კვლევითი კომპანია სიმარტივის გამო საველე სამუშაოებით იწყებს თავის საქმიანობას და ასეთი პროექტები ძირითადად სოციალური და პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული შემკვეთებისგან მოდის. აქ იბადება შეცდომა, თითქოს სოციალური კვლევები მხოლოდ მარტივ კითხვებზე რესპოდენტების მიერ მარტივი პასუხების გაცემით იწყება და იქვე მთავრდება. რეალურად, სოციალური კვლევები თავისი სირთულით არ ჩამოუვარდება სამარკეტინგო კვლევებს; იმის გამო, რომ საზოგადოებები სხვადასხვა ქვეყნებში და ერთი რომელიმე ქვეყნის შიგნით ყოველთვის განსხვავდება ერთმანეთისგან, სოციალური კვლევებიც არსებითად სპეციალური კვლევების სტანდარტების გამოყენების გზით განვითარდა.

მიუხედავად ამ ფაქტისა, სტანდარტული სამარკეტინგო კვლევითი ინსტრუმენტები ფართოთ გამოიყენება სოციალურ კვლევებშიც. ამას გარდა, საქართველოში უკვე არსებობს სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური კვლევების მონაცემების ერთ პროგრამულ უზრუნველყოფაში იმპორტირებისა და ერთიანი ანალიზის კეთების შესაძლებლობა, და ამ შესაძლებლობას აიფიემი სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს.

კვლევითი მიდგომები

სოციალური კვლევების ტიპოლოგია და არსი შემოიფარგლება სოციალური სტრატიფიკაციის, მონიტორინგისა და შეფასებების, სამედიცინო სერვისზე დანახარჯების, ღირებულებების და პოლიტიკური ორგანიზაციების სარეიტინგო კვლევებით. სოციალური კვლევების სრული ტიპოლოგია არც არსებობს, თუმცა თითოეული მათგანი შეიძლება იმეორებდეს საერთაშორისო კვლევით პრაქტიკას, რასაც აქტიურად ახორციელებს აიფიემი.

1. ფსიქოდემოგრაფიული სეგმენტაცია. (შემუშავებულია საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების მიერ და ლიცენზირებულია იფიემის მიერ კავკასიის ქვეყნებში);

2. პოლიტიკური ორგანიზაციების სარეიტინგო კვლევები (კვლევის შედეგად დამკვეთები იღებენ არა მხოლოდ მიმდინარე სურათს, არამედ იმ ფსიქო, დემოგრაფიული, პოლიტიკური, ადამიანური და სხვა ფაქტორების სრულ აღწერილობას, რაც თავის მხრივ განაპირობებს პოლიტიკური ორგანიზაციის სარეიტინგო რესურსებს);

3. შეფასებებისა და მონიტორინგის კვლევა (M&E. ხორციელდება სხვადასხვა სოციალური პროექტის შეფასებებისათვის. კვლევის შედეგად ვიღებთ ისეთი ინდიკატორების დინამიკის სურათს, რომლებზეც ზემოქმედება გაზრდის ან შეამცირებს პროექტის ეფექტურობას);

4. პანელური კვლევები (გამოიყენება რაიმე ცვლადების ზუსტი კონტროლის მიზნით. არსებითად პოპულარულია ემპირიული მეცნიერებებისათვის (მაგალითად ჯანდაცვის სფეროში), აგრეთვე ეკონომიკაში, სოციალური პროდუქტების შესახებ ინფორმირებულობის, მოხმარების და დამოკიდებულებების შეფასებების დროს);

სხვა უამრავი კვლევების საშუალებით.