ავტომატიზირებული სატელეფონო კვლევა

ავტომატიზირებული სატელეფონო კვლევების ისტორია "აიფიემ კვლევებისთვის" 2000 წელს დაიწყო და ამ პერიოდიდან დაწყებული კომპანიამ სამი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების შედეგად მიაღწია კარგ შედეგებს. ხარისხის ყველა ძირითადი პარამეტრის მიხედვით, სატელეფონო გამოკითხვების შედეგებმა გაიმეორა მაღალი ხარისხის პირისპირ ინტერვიუს გზით ჩატარებული რაოდენობრივი კვლევების შედეგები.

დღეს ავტომატიზირებული სატელეფონო გამოკითხვების სისტემების ლიცენზირებული პაკეტი გულისხმობს 25 მუდმივსა და სამი დღის პერიოდში 50-მდე სამუშაო ადგილის გამოყენების შესაძლებლობას. ამ რესურსებით, შესაძლებელი ხდება დღის განმავლობაში 2000-მდე ინტერვიუს ჩატარება.