U & A კვლევა

მოხმარებისა და დამოკიდებულებების კვლევა სწრაფი, შედარებით იაფი და მეტ-ნაკლებად სტანდარტიზებული კვლევითი ინსტრუმენტია. მისი რეალიზება ხდება როგორც რაოდენობრივი, ასევე კომბინირებული მიდგომით (თვისობრივი და რაოდენობრივი).

ეს კვლევა ატესტირებს ცნობადობა - იდენტიფიკაცია - ცდა - მოხმარება - რეგულარული მოხმარება -სამომხმარებლო კმაყოფილება სამარკეტინგო ღერძის ყველა პარამეტრებს.

2008 წლიდან "აიფიემ კვლევები" მოხმარების და დამოკიდებულებების კვლევას ატარებს ახალი ინდექსური სისტემის, მარკეტინ ესეტის ინდექსის გამოყენებით.

MA არის Bრანდ Dრივერის კვლევითი ტექნოლოგიის პირველი, დიაგნოსტიკური მოდული, რომელიც განსაზღვრავს ბრენდის პოზიციას სამომხმარებლო ცნობიერებაში სხვა ბრენდების გვერდით. თითოეული ასეთი წერტილის მიღწევა დამოკიდებულია მარკეტინგ ესეტის სხვადასხვა საფეხურზე (ცნობადობა, მოლოდინი, ცდა, მოხმარება, რეგულარული მოხმარება, სამომხმარებლო კმაყოფილება) არსებული მომხმარებლების მოცულობაზე.

MA ინდექსი გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად პრობლემატურია ბრენდის პოზიცია სამომხმარებლო ცნობიერებაში.

თითოეული ბრენდი ხასიათდება გარკვეული პოზიციით, რომელიც მან დაიმკვიდრა მომხმარებლების ცნობიერებაში. მოხმარების და დამოკიდებულებების კვლევის მიზანია განსაზღვროს როგორც ბრენდის პოზიცია სამოხმმარებლო ცნობიერებაში, ასევე ახსნას ეს პოზიცია სხვადასხვა დამოუკიდებელი ცვლადებით.

მოხმარების და დამოკიდებულებების კვლევა საბოლოო ჯამში გვაძლევს ინფორმაციას ბრენდის წარმატებულობის, მისი ძლიერი და სუსტი ხმარეების, სამომხმარებლო ცნობიერებაში დამკვიდრებული პოზიციისა და ამ პოზიციის განმსაზღვრელი ფაქტორების წონების შესახებ.

მოხმარების და დამოკიდებულებების კვლევა MA ინდექსის საფუძველზე არის ბრენდის მართვის ემპირიული საფუძვლების ძიების ყველაზე ეფექტური, ტექნოლოგიური, სწრაფი და ეკონომიური საშუალება.