Business to Business კვლევა

ხშირ შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლის მსურველი ინვესტორები თავდაპირველად სწორედ ამ კვლევით მიდგომას იყენებენ. B2B და საკაბინეტო კვლევების ჩატარების შედეგად კლიენტი კომპანია იღებს ინფორმაციას:

1. ინდუსტრიის მოცულობების/ბრუნვების შესახებ;

2. ინდუსტრიაში ძირითადი მოთამაშეების შესახებ;

3. ინდუსტრიის სპეციფიკის შესახებ ქვეყანაში;

4. საკანონმდებლო კლიმატისა და საკანონმდებლო ნორმების შესახებ;

5. ბიზნესის დაწყების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ;

6. ინდუსტრიის სარეკლამო, ფრომოუშენისა და სხვა დანახარჯების შესახებ;

B2B და საკაბინეტო კვლევების შედეგები იძლევა პირველად ინფორმაციას სხვადასხვა სტატეგიული და სამარკეტინგო ქმედებების განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ, აგრეთვე აძლევს კომპანიას მიმართულებებს სამარკეტინგო ამოცანების ფორმირებისა და მათი შესრულებისათვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის შესახებ.

საკაბინეტო კვლევების ჩატარება არა-სტანდარტული ამოცანაა და ხშირ შემთხვევაში მოითხოვს ცალკეული კვლევითი სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის, საექსპერტო ინტერვიუების, KII's. საკაბინეტო კვლევების დროს გამოიყენება უკვე არსებული ინფორმაცია ინდუსტრიის შესახებ სახელმწიფო და კერძო წყაროებიდან.

საკაბინეტო და B2B კვლევები ადგილობრივი პროფესიული ასოციაციების ინტერესის საგანიც გახდა. ხშირია შემთხვევები, როცა ესა თუ ის ინდუსტრია დანახარჯების ოპტიმიზაციის მიზნით საერთო ბიუჯეტებით უზრუნველყოფს საკუთარი წევრებისათვის საკაბინეტო კვლევების შესყიდვას. ეს პრაქტიკა ერთის მხრივ უზრუნველყოფს ასოციაციებს მინიმალური საჭირო ინფორმაციით, რაც ზოგადად ინდუსტრიის განვითარების დაგეგმვისათვის არის საჭირო, მეორეს მხრივ კი შესაძლებლობას აძლევს ბაზრის ცალკეულ მოთამაშეებს, განავითარონ საკუთარი კვლევითი საქმიანობა არა ნულიდან, არამედ საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან.