• 2018-03-05

კომპანია „აიფიემ კვლევები“ გთავაზობთ, 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს, ბიზნეს ინდუსტრიების მოთამაშე კომპანიების, მედია აქტივობის თაობაზე. ამჯერად, წარმოგიდგენთ, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და მათი მედია გამოვლინების მნიშნელოვან ასპექტებს.
2017 წელს, ყველაზე აქტიური ღვინის კომპანიები, მედიაში, გახლდათ „თელავის ღვინის მარანი“ და „თელიანი ველი“, რომელთაც მთელი გამოვლინების 13-13 % დაიკავეს.

5 მოწინავე კომპანიას, სენტიმენტების ჭრილში, არ აქვს ნეგატივის მაჩვენებელი, ხოლო პოზიტივის მაჩვენებლის მიხედვით, „მეღვინეობა ხარებამ“ გადაინაცვლა პირველ ადგილზე, რომლის სრული გამოვლინების 88%-ს, პოზიტიური ხასიათი აქვს.

კომპანიის „მეღვინეობა ხარება“ პოზიტივი, ჩვენი ქვეყნისათვის სასიხარულო, საკმაოდ მრავალფეროვანი ფაქტებით არის განპირობებულია. როგორიცაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის კომპანიის ღვინის ბრენდების წარდგენა, სხვა კომპანიებთან და ბრენდებთან ერთად და წარმატების მოპოვება. კომპანიის პროდუქცია გასულ წელს წარმოდგენილ იქნა, იაპონიაში, ჩინეთში, გამოფენაზე - Prowein Shanghai 2017, პოლონეთში.
კომპანიამ მიიღო ჯილდოებიც, მაგალითად ღვინის საერთაშორისო კონკურზე-Mundus Vini-ის 2017 წლის საზაფხულო შეჯიბრზე, უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი, ღვინისათვის „მუკუზანი 2014“.  კომპანია სასპონსორო საქმინობაშიც ჩაბმულია და მხარდაჭერა განუცხადა პროექტს „ეკვილიბრიუმი“, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო და მნიშნელოვანი ღონისძიებაა.