• 2018-03-13

კომპანიები სარეკლამო კამპანიას აწარმოებენ სხვადასხვა მედიასაშუალებით და აქტივობით, ეს იქნება ტელეშოუებში მათი პროდუქციის ან მომსახურების წარმოჩენა თუ სხვა სახის სოციალური აქტივობა. ასევე, ძალიან მოსახერხებელი გახდა, სოციალური ქსელების გამოყენება, რაც შედარებით ნაკლებ ფინანსურ ხარჯს და დროს მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ძალიან ბევრი საშუალება პროდუქციის რეკლამირებისთვის, ტელევიზია მაინც რჩება სარეკლამო აქტივობებისთვის ყველაზე აქტიურ მედიად და კომპანიებიც ცდილობენ ყველაზე რეიტინგულ დროს განათავსონ თავიანთი რეკლამა. სატელევიზიო სივრცეში კი მნიშვნელოვანია როგორც რეკლამის განთავსების დრო (პრაიმტაიმი) ასევე რეკლამის ქრონომეტრაჟი. ვნახოთ, 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლის ბოლომდე გასული რეკლამების ქრონომეტრაჟის ჭრილში რომელმა კომპანიებმა შეძლეს ყველაზე მეტი დროის ათვისება. აღნიშნულ პერიოდში სულ სატელევიზიო სარეკლამო ქრონომეტრაჟმა შეადგინა 3 622 076 წმ-ი. გრაფიკზე წარმოდგენილია ტოპ 20 კომპანიის წილები საერთო სატელევიზიო ქრონომეტრაჟიდან.

ყველაზე მეტი სარეკლამო საეთერო დრო აითვისა კომპანია პროქტერ გემბელმა - 431 405 წმ, რაც მთელი სარეკლამო დროის 11,91 % ია. კომპანია პროქტერ & გემბელმა სამი თვის განმავლობაში მოახდინა, რეკლამის 10 კატეგორიაში 12 სახეობის ბრენდის რეკლამირება, რაც საერთო ჯამში ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით კომპანიას დაუჯდა - 21 469 389 აშშ დოლარი. გრაფიკზე წარმოდგენილია კომპანიის მიერ რეკლამირებული ბრენდების წილები ქრონომეტრაჟის ჭრილში.