• 2018-04-16

კომპანია „აიფიემ კვლევები“ გთავაზობთ, 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს, ბიზნეს ინდუსტრიების მოთამაშე კომპანიების, მედია აქტივობის თაობაზე. ამჯერად, წარმოგიდგენთ, ნავთობკომპანიების და მათი მედია გამოვლინების მნიშნელოვან ასპექტებს.
2017 წელს, ყველაზე აქტიური ნავთობკომპანია, მედიაში, გახლდათ „სოკარი“, რომელმაც მთელი გამოვლინების 46 % დაიკავა.

ექვსივე ძირითად, მედია აქტიურ კომპანიას, სენტიმენტების ჭრილში, აქვს პოზიტივის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ „ფრეგო“ გადაინაცვლა პირველ ადგილზე. მისი სრული გამოვლინების 58%-ს, პოზიტიური ხასიათი აქვს. ნეგატიური გამოვლინების მაჩვენებელი ფიქსირდება ოთხი კომპანიის შემთხვევაში, თუმცა ძალიან მცირე დოზით. ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გამოვლინების 2% და ეკუთვნის კომპანიას „სოკარი“. კომპანიების „ვისოლი“ და „ფრეგო“ შემთხვევაში, ნეგატიური გამოვლინების პროცენტული მაჩვენებელი 0-ის ტოლია.

კომპანია ფრეგო, რომლის მედია გამოვლინებაც, სრული სექტორის, სულ რაღაც 2 %-ს იკავებს, სიხშირის თვალსაზრისით, სოციალურად აქტიური და პასუხისმგებლობით სავსე კომპანიის, საკმაოდ საინტერესო პროფილს ქმნის.

5 სექტემბრიდან ნავთობკომპანია ფრეგოს სოციალური პროექტი დაიწყო. კომპანიამ მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, 35 ლიტრი საწვავის შეძენის შემთვევაში,
საჩუქრად მიეღო სასკოლო ჩანთა.  2017 წელს სტარტი აიღო სოციალურმა პროექტმა შემოსე თანამოქალაქე, რომლის მთავარი მხარდამჭერი ნავთობკომპანია ფრეგო გახლდათ. პროექტის ფარგლებში, ფრეგოს ბიზნესგასამართ სადგურებზე, განთავსდა ყუთები, სადაც მოქალაქეები 18 წლამდე მოზარდებისთვის საჭირო ნივთებს მიიტანდნენ. კულტურის პალატა ფრეგოსთან ერთად კათარზისი-ს მოხუცებს პასქებით გაუმასპინძლდა. სოლიდარობის ფონდსა და კომპანია ფრეგოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია ფრეგოს თანამშრომლები ყოველთვიურად, საკუთარი ხელფასიდან, ნებაყოფლობით დონაციას განახორციელებენ, სოლიდარობის ფონდში, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დასაფინანსებლად. როგორც მედია ინფორმაციიდან ჩანს, კომპანია „ფრეგო“ დაინტერესებულია საგანმანათლებლო პროექტებისადმი ხელშეწყობით. თბილისში, სასტუმრო ბილტმორში ინტელექტუალური თამაშის რა, სად, როდის 23-ე საქართველოს ჩემპიონატი შედგა. ჩემპიონატის მთავარი მხარდამჭერი იყო ნავთობკომპანია ფრეგო. ეროვნული ბიბლიოთეკა ნავთობკომპანია ფრეგოს მხარდაჭერით ვირტუალურ მუზეუმს ქმნის. კომპანია ასევე აქტიურად აფართოვებს ქსელს და ხელს უწყობს პროფილური ღონისძიებების განხორციელებას. „ფრეგომ“ 2017 წელს ავტოგასამართი სადგურების ქსელი გააფართოვა, 7-8 ოქტომბერს მეტეხის ხიდზე თბილისობის ფარგლებში ჟურნალ ავტობილდის ორგანიზებით და ნავთობკომპანია ფრეგოს პარტნიორობით, ტრადიციული ავტოშოუ გაიმართა.