• 2018-04-30

ბიზნეს კომპანიები სარეკლამო აქტივობას გეგმავენ წლის დასაწყისში და შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ზედმიწევნით ახორციელებენ დაგეგმილი გეგმის და სტრატეგიის შესრულებას, სტრატეგია კი ყველა კომპანიას ინდივიდუალური აქვს. 2018 წლის, პირველი კვარტლის მონაცემებით, სულ ტელევიზიით გავიდა - 148 606 სარეკლამო რგოლი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 513 რგოლით ნაკლებია, ასევე იკლო სარეკლამო ქრონომეტრაჟმა, თუ 2017 წელის პირველ კვარტალში სარეკლამო დრო შეადგენდა 3 659 376 წამს, 2018 წლის პირველ კვარტალში ქრონომეტრაჟი 3 441 986 წამია. მიუხედავად რეკლამის რაოდენობის და ქრონომეტრაჟის კლებისა ინვესტიციის პარამეტრში გვაქვს საგრძნობი მატება და ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით 2018 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო რეკლამაში დაიხარჯა 139 418 413 აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 82 835 150 აშშ დოლარით მეტია. ვნახოთ როგორ გადანაწილდა 2018 წლის პირველ კვარტალში სარეკლამო რგოლების რაოდენობის წილები რეკლამის ტოპ 10 სექტორების ჭრილში.

ასევე საინტერესოა ტოპ 10 სექტორის გამოვლენა ინვესტიციის ჭრილში, ათეულში შემოდის ახალი სექტორები ესენია კომუნიკაცია და რესტორნები, აზარტული თამაშები.