• 2018-06-10

გაზაფხულის ძალაში შესვლასთან ერთად, ლუდის სეზონი იკრებს ძალას. 2018 წლის მეორე კვარტლის დასაწყისიდან, შეინიშნება ლუდის კომპანიების, მედია გაშუქებების გააქტიურება.
მოწინავე 5 კომპანიას თუ ბრენდს, ლუდის ინდუსტრიაში, მედია აქტივობის თვალსაზრისით, სათავეში უდგას „ქართული ლუდის კომპანია“, ინდუსტრიის სრული მედია გამოვლინების 64%-იანი წილით. 16% იმ ბრენდებსა და კომპანიებზე მოდის, რომლებიც მოწინავე ხუთეულს მიღმა დარჩნენ.

ლიდერი კომპანიების, სენტიმენტალური პროფილი, ნეიტრალურსა და პოზიტიურს შორის ბალანსს გვიჩვენებს. ნეგატიური გამოვლინებები, მეორე კვარტლის, გასული პერიოდის განმავლობაში, მოწინავე ხუთეულის შემთვევაში, არ დაფიქსირებულა.

გრაფიკიდან ჩანს, რომ ყველაზე მიმზიდველი პოზიტიური მაჩვენებელი, მთლიან გამოვლინებასთან მიმართებაში, „ლუდი არგოს“ შემთხვევაში დაფიქსირდა. ერთადერთია „ლუდი აისი“, რომლის გამოვლინებებიც ნეიტრალურ ხასიათს უფრო მეტად ატარებს, ვიდრე პოზიტიურს. ლუდი არგოს განსაკუთრებული პოზიტიური მდგომარეობა განაპირობა მისმა ნიუსებმა, მაგალითად, განახლებული ტექნოლოგიების თობაზე, KONIG PILSNER-ის ჩამოსხმის თაობაზე.