• 2016-12-05
აიფიემის გუნდმა გადაწყვიტა გამოეკვლია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტერეოტიპი ქალთა დასაქმების შესახებ. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 600 რესპოდენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. კვლევის ძირითადი მიზანი იყო გარკვევა არის თუ არა მისაღები, რომ ოჯახში ნებისმიერ ქალს ჰქონდეს ანაზღაურებადი სამსახური.
 

გრაფიკი 1. ქალთა დასაქმება (თბილისი)

OOTMWSW1 geo

თბილისში მოსახლეობის 93 პროცენტისთვსთვის ქალთა დასაქმება მისაღებია, 6 პროცენტისთვის-არ არის მისაღები, ხოლო 1%-ს არ აქვს მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. (იხ.გრაფიკი 1)

გრაფიკი 2. ქალთა დასაქმება (რეგიონები)

OOTMWSW2 geo

რეგიონებში საგრძნობლად განსხვავებული შედეგებიგვხვდება. მოსახლეობის 69 პროცენტისთვის მისაღებია, რომ ქალს ჰქონდეს ანაზღაურებადი სამსახური, 21 პროცენტი საწინააღმდეგოდ ფიქრობს, ხოლო 10 პროცენტმა პასუხად „არ ვიცი“ დააფიქსირა. (იხ.გრაფიკი 2)
რესპოდენტები, რომლისთვისაც მისაღებია, რომ ქალმა იქონიოს ანაზღაურებადი სამსახური, დაიყო ასაკის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდები (დაახლ. 80 %) უფრო მეტად ემხრობიან ქალთა დასაქმებულობას ვიდრე უფროსები (დაახლ. 70%).
 
გამოიკვეთა დასაქმებული ქალების ძირითადი პრობლემები. შედეგი მოცემულია გრაფიკის სახით:
OOTMWSW3 geo