• 2019-01-04

“აიფიემმა“ წინასაახალწლოდ საქართველოში 1000 რესპონდენტი გამოკითხა და გაარკვია, როგორია ქართველების მოლოდინები ახალ, 2019 წელთან დაკავშირებით.
როგორც გამოირკვა, ახალ წელს მოსახლეობის უმეტესობა (90.7%) იმედიანი განწყობით ხვდება და ფიქრობს, რომ ახალი წელი მათი ოჯახისთვის წინა წელთან შედარებით უკეთესი წელი იქნება. 4.5% ვარაუდობს, რომ 2019 წელი იგივენაირი წელი იქნება, როგორიც წინა, 2018 წელი იყო, 4.8%-ის პროგნოზი კი პესიმისტურია.

რესპონდენტებს მათი საახალწლო სურვილების შესახებაც ვკითხეთ. კითხვაზე, რა სურვილის ასრულებას სთხოვდნენ თოვლის ბაბუას, უმეტესობა საზოგადო კეთილდღეობას (29%) და ჯანმრთელობას (21%) ასახელებს. ზოგიერთის სურვილი უფრო კერძოა და ვალების გადახდას (14%) ან პირად შენაძენს ეხება. გამოკითხულთა მცირე ნაწილი (3%) კი ჯიუტად აცხადებს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს!

როგორც ჩანს, ქართველებს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული საახალწლო მელოდია ჯერ არ მობეზრებიათ. გამოკითხულთა 46%–ს ყველაზე მეტად სიმღერა „Jingle Bells” უქმნის საახალწო განწყობას. ქართული სიმღერებიდან კი მათთვის ყველაზე საყვარელი საახალწლო სიმღერა „ალილო“ (12%) და „მრავალჟამიერია“ (11%).