• 2016-12-26
2016 წლის მონაცემები
 
2016 წელი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო კომპანიების კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) აქტივობების მედიაში გაშუქების კუთხით. ინდუსტრიებს შორის საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავეა ამ მიმართულებით.
 
გრაფიკზე მოცემულია CSR მედია ნიუსების ბანკებს შორის პროცენტული გადანაწილება, 2016 წლის განმავლობაში. თიბისი ბანკი შთამბეჭდავად ლიდერობს სიას და მთელი CSR ინფორმაციების ნახევარზე მეტი-51% მოდის ამ ერთ ფინანსურ ინსტიტუტზე.
 
CSRiBS1 geo
 
პირველი სამი მოწინავე ბანკის CSR მედია ნიუსების დინამიკა თვეების მიხედვით გვიჩვენებს, რომ სამივე ბანკისთვის, ყველაზე აქტიური CSR თვე მაისი იყო და ინფორმაციების პიკური რაოდენობა სწორედ ამ თვეში გაშუქდა მედიაში.
 
CSRiBS2 geo
შინაარსობრივი თვალსაზრისით, თიბისი ბანკი ყველაზე მრავალფეროვანია. მედიაში გაშუქებული ყველაზე ხშირად მოხსენიებული ნიუსებიდან, აღსანიშნავია "ქალაქი - ბიბლიოთეკა" - უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 300-მდე წერტილში, პროექტი წერე ქართულად, "ფიროსმანის აღდგენის" მასშტაბური პროექტი თიბისის დაფინანსებით.
 
საქართველოს ბანკის ყველაზე ხშირად მოხსენიებადი CSR აქტივობები "სიცოცხლის ხეს" უკავშირდება, რომლის დაფინანსებითაც შშმ ბავშვებისთვის სასკოლო ბიბლიოთეკა მოეწყო.
 
ვითიბი ბანკი აქტიურია სპორტის მხარდაჭერის თვალსაზრისით, აგრძელებს ბავშვთა რაგბის გუნდ "ჩოხოსნების" გვერდში დგომას, ასევე ვითიბის დახმარებით, ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო თასის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა.
 
პირველ სამეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ არანაკლებ საინტერესო აქციები შესთავაზეს საზოგადოებას დანარჩენმა ბანკებმაც. აღსანიშნავია პაშა ბანკი, რომლის დაფინანსებით სოციალურად დაუცველ და წარჩინებულ სტუდენტებს ტრენინგი ჩაუტარდათ, ასევე პაშა ბანკმა პარტნიორების სახელით 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგი დარგო.
 
ფინკა ბანკმა ბავშვებისა და მოზარდებისთვის, გასართობ-შემეცნებითი ინტერაქტიული პროექტის - "ჩემი კლასის წიგნი", პრეზენტაცია გამართა.