• 2019-04-01

2019 წელი ორი დიდი სიახლით დაიწყო ქართულ რეალობაში. დაგროვებითი საპენსიო სისტემით, რომელიც უზრუნველ სიბერეს ჰპირდება ჩვენს 40 წლამდე ასაკის საზოგადოებას, თანაც არჩევანის გარეშე და საბანკო რეგულაციებით, რომელმაც ჭარბვალიანობა არა, მაგრამ საშუალო ფენის ცხოვრება ნამდვილად შეავიწროვა. როგორც ამბობენ, „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო“ და ჩვენი მთავრობაც შემოდგომის მოლოდინშია, რომ შეაფასოს პროექტების ეფექტურობა, მანამდე კი, ქართული მედია,
აქტიურად აშუქებს ინფორმაციას, ორივე მიმართულებით.
მედია სივრცის ანალიზი ცხადყოფს, რომ გაცილებით დიდი ვნებათაღელვა, ამ ორ სიახლეს შორის, დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვას მოჰყვა. თუ საბანკო რეგულაციების გაშუქებას, საშუალოდ 800-მდე სტატია/სიუჟეტი ეხება, 2019 წლის გასული პერიოდის გამვალობაში, საპენსიო სისტემას, დაახლოვებით ორჯერ მეტი, 1500-მდე ინფორმაცია ეხმაურება. აღნიშნული ორი მიმართულების გაშუქებას, მედია ტიპების მიხედვით, აქვს შემდეგნაირი რიცხობრივი გადანაწილება:

ორივე თემის შინაარსობრივი პროფილი, რომელიც მედია სივრცეში ფორმირდა, შეიძლება ითქვას, რომ ცალსახად ნეგატიურია. ძირითადად, ყურადღება გამახვილებულია იმ უარყოფით შედეგებზე, რომელიც კანონპროექტებმა უკვე მოიტანა და რაც პოტენციურად მოსალოდნელია, გრძელვადიან პერიოდში. სუბიექტების კატეგორიები, რომლებიც ნეგატიურ კონტექსტში განიხილავენ საბანკო რეგულაციებსა და საპენსიო სისტემას, გახლავთ: ოპოზიცია, ბიზნესი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელთა კომენტარებიც, საზოგადოების აზრის ფორმირებაზე გავლენას ახდენს, მაგალითად ექსპერტები, პროფესორები და ა.შ. ლოგიკურია, რომ მთავრობის წევრები, იმ უმცირესობას წარმოადგენენ, რომლებიც დადებით შედეგებს უკვე ხედავენ ან უბრალოდ თავს იკავებენ შეფასებისგან, ზემოთ აღნიშნული „წიწილების დათვლის“ პრინციპით.

ორივე კანონპროექტი უშუალოდ ეხება საზოგადოებას, შესაბამისად, მნიშნელოვანია სოციალური მედიის ანალიზი. ზედაპირული ანალიზიც საკმარისია იმის დასადგენად, რომ საზოგადოების მხრიდან სრული უნდობლობა აქვს გამოცხადებული ორივე პროექტს. ერთის მხრივ, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებმა თუ დაკარგეს სესხების გამოყენებით, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა, მეორეს მხრივ, არავის სწამს, თუნდაც ახდენილი უზრუნველყოფილი სიბერის, დღეს დაგროვებული, არამდგრად ეკონომიკა გამოვლილი, გაუფასურებული ლარებით.