• 2017-01-02
უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობაში ნდობის საკითხი ძალიან აქტუალურია. აიფიემი შეეცადა გაერკვია რა სიტუაციაა ნდობის მხრივ სასამართლო სისტემის და არჩევნების სამართლიანობის მიმართ. კვლევამ მოიცვა 16+ მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. შემთხვევითი პრინციპით შეირჩა და გამოიკითხა 1200 ადამიანი.
 
რესპონდენტებმა უპასუხეს შემდეგ კითხვებს: 1. ენდობით თუ არა სასამართლო სისტემას ზოგადად; 2. რამდენად სამართლიანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციების ანალიზით გამოვიყვანეთ ნდობის ინდექსი თითოეული სფეროსათვის. ინდექსი იცვლება 0-დან (სრული უნდობლობა) 100-მდე (აბსოლუტური ნდობა).
 
აღმოჩნდა, რომ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ინდექსის მნიშვნელობა არის 45, ხოლო არჩევნების მიმართ ნდობის ინდექსი 41-ის ტოლია. ორივე შემთხვევაში ინდექსი საკმაოდ დაბალია. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს თუ განვიხილავთ ინდექსის ცვლილების დინამიკას წლების მიხედვით. ქვემოთ მოცემულ გრაფიკებზე ვხედავთ, რომ როგორც პირველი, ისე მეორე საკვლევი სფეროსათვის ნდობის ინდექსის ცვლილებას მსგავსი ტენდენცია აქვს. ორივე შემთხვევაში 2013 წლის შემდეგ შეინიშნება ინდექსის ვარდნა. აღსანიშნავია, რომ ზუსტად 2013 დაფიქსირდა ინდექსების მაქსიმალური მნიშვნელობა (განხილული პერიოდის განმავლობაში). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი იყო 2008-2009 წლებში, განსაკუთრებით დაბალი ნდობა (ინდექსი - 28) დაფიქსირდა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ.
 
გრაფიკი 1. სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის თრენდი
TitJSaED1
გრაფიკი 2. არჩევნების მიმართ ნდობის თრენდი
TitJSaED2
 
კვლევის შედეგებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როგორც სასამართლო სისტემის, ისე არჩევნების მიმართ მოსახლეობას საკმაოდ დაბალი ნდობა აქვს და თუ ვიმსჯელებთ ბოლო 3 წლის შედეგებით, ეს ნდობა უფრო და უფრო იკლებს.