• 2019-07-15

რესპონდენტების უმეტესობა (80%)
სატელევიზიო გადაცემებს ტელევიზორში უყურებს.
კომპიუტერში გადაცემების ყურებას კი
ამ მიზნით სმარტფონის გამოყენება უსწრებს (52% vs 46%).

სმარტფონების მზარდ მოხმარებასთან ერთად, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი როლიც იზრდება და შეიძლება ითქვას, რომ სმარტფონი ტელევიზორის კონკურენტადაც იქცა. „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ 1000 რესპონდენტს ჰკითხა სატელევიზიო გადაცემების ყურებისთვის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შესახებ და გაარკვია, რომელ მათგანს ანიჭებენ უპირატესობას ამ აქტივობისთვის.
გამოკითხულთა ყველაზე დიდ ნაწილს ყოველდღიური წვდომა ტელევიზორზე აქვს (86%), მნიშვნელოვანი ნაწილი იყენებს ყოველდღე სმარტფონს (73%) და კომპიუტერსაც (68%). ტაბლეტს კი იგივე სიხშირით მხოლოდ 8% იყენებს. სატელევიზიო გადაცემების ყურებისთვის გამოყენებულ მოწყობილობებს შორის, ტელევიზორი ლიდერობს. რესპონდენტთა 80% ამ მიზნით სწორედ ტელევიზორს იყენებს. სმარტფონის საშუალებით სატელევიზიო გადაცემებს გამოკითხულთა 52% უყურებს; 46% იყენებს კომპიუტერს (პერსონალური ან ლეპტოპი) და მხოლოდ 1% ტაბლეტს.

საინტერესო აღმოჩნდა ელექტრონული მოწყობილობების მიხედვით სატელევიზიო გადაცემების ყურების განხილვა ასაკობრივ ჭრილში. როგორც გამოირკვა, 30-დან 65  წლამდე რესპონდენტები სატელევიზიო გადაცემებს უმეტესად, ტელევიზორში უყურებენ, 18-29 ასაკობრივ ჯგუფში კი ამ ფუნქციით ყველაზე ხშირად სმარტფონს იყენებენ.