• 2019-07-24

ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეჭვქვეშ დააყენა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა და შესაბამისად, ტურისტული ინდუსტრიის მოლოდინები შიშით და სიამაყით არის გაჟღენთილი. შიშით, ვინაიდან, რუსეთი, ამ დრომდე, ინდუსტრიის მნიშვნელოვან წამახალისებელ ფაქტორად ითვლებოდა, სიამაყით კი იმიტომ, რომ თურმე არც მთლად ასეა საქმე. სოციალური მედიის არხების მეშვეობით აგორებულმა კამპანიამ #spendyoursummerinGeorgia, სრულიად ერები მოიცვა და საქართველომ არნახული მხარდაჭერა მიიღო, მას შემდეგ, რაც პუტინმა, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა და თავის ერს მოუწოდა ტურისტული მიზნებით, აღარ სწვეოდნენ საქართველოს. ტურისტული სექტორი საქართველოში მზარდია და ამას საბედნიეროდ, ვერც ეროვნული ვალუტის კურსის რყევა და ვერც რუსეთის მუქარა, ვერ შეცვლის. „აიფიემ კვლევების“ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ქართულ მედიაში, ხსენებული სასტუმროების რიცხვი 19 ერთეულით გაიზარდა, 2017-დან 2018 წლამდე, ივნის-ივლისის განმავლობაში. 2019 წლის არასრული ივნისის მონაცემი, უკვე უტოლდება, 2017 წლის 2 თვის რაოდენობას და ჯამში 88 სასტუმროს დასახელება გვხვდება მედიაში. 2019 წლის, 5 მოწინავე სასტუმრო, მედიაში გამოჩენის სიხშრის თვალსაზრისით, ასეა გადანაწილებული, მედიის ფლობის გრაფიკზე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, 2018 წლის მოწინავე სასტუმროები, როგორიცაა „ბილთმორ თბილისი“, „ჰოლიდეი ინი“, ჩაანაცვლა განახლებულმა „შერატონმა“ და ახალმა ბრენდმა, როგორიცაა „პარაგრაფი შეკვეთილი“. წარმოდგენილი ხუთეულის სენტიმენტალური პროფილი, ნეიტრალურსა და პოზიტიურს შორის ბალანსს გვიჩვენებს, ვინაიდან, ინდუსტრია ნამდვილად გამოირჩევა
მედიის პოზიტიური დამოკიდებულებით, თუ ისეთ მოვლენასთან არ გვაქვს საქმე, როგორიც გასულ წელს, სასტუმრო „ლეო გრანდის“ ხანძარი იყო.

გრაფიკიდან ჩანს, რომ პოზიტივის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, სასტუმრო „პარაგრაფი“ გამოირჩევა. მის პოზიტიურ პროფილს, ძირითადად განაპირობებს „Black Eyed Peas-ის“ დაბინავება სასტუმროში. არანაკლებ სასიამოვნო ინფორმაცია ეხება გიგანტურ კუს, რომელიც ფოთში გამორიყა ზღვამ. კუ-ს გადაუდებელ რეაბილიტაცია სასტუმრო „პარაგრაფის“ ოკეანარიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა. რეაბილიტაციის შემდეგ, კუ ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს.