• 2019-08-26

„აი ფი ემ კვლევები“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ საბანკო სფეროს სარეკლამო სტატისტიკას.

2019 ლის მეორე კვარტალში სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით, ლიდერობს „საქართველოს ბანკი“, რომელმაც 2019 წელს სასპონსორო და კომერციული რეკლამებით ჯამში განათავსა 1824 სარეკლამო რგოლი, მეორე ადგილს იკავებს „ფინკა ბანკი“, რომლის ორივე ტიპის რეკლამები ჯამში შეადგენს 811 სარეკლამო რგოლს, მესამე ადგილს იკავებს „ვითიბი ბანკი“ 495 სარეკლამო რგოლით. მთლიანად საბანკო კატეგორიაში კომერციულ და სასპონსორო რგოლების რაოდენობამ შეადგინა 3650, ქრონომეტრაჟი ორივე ტიპის რეკლამისთვის იყო 110 144 წმ.


გრაფიკზე წარმოდგენილია, ტელევიზიის სარეკლამო მონიტორინგი, კატეგორია საბანკო სექტორი, სასპონსორო და კომერციული სარეკლამო რგოლების რაოდენობა, 2019 წლის მეორე კვარტალი.

სატელევიზიო სარეკლამო ეთერში ყველაზე მეტი დრო ორივე ტიპის რეკლამისთვის აითვისა საქართველოს ბანკმა, მისი ქრონომეტრაჟია 75 903 წმ.

გრაფიკზე წარმოდგენილია ბანკების მიერ ათვისებული ქრონომეტრაჟი ორივე ტიპის რეკლამისთვის. 2019 წლის მეორე კვარტალი.

დანახარჯების პარამეტრის მონიტორინგი ხორციელდება ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით, რის შედეგადაც სარეკლამო კამპანიის დანახარჯების შეფასება ხდება მხოლოდ კომერციული ტიპის რეკლამების მიხედვით.

2019 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიით საბანკო სფეროს წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 8 482 290ლარი. აქედან ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ბანკმა, კომპანიის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - 5 346 473 ლარს.

გრაფიკზე წარმოდგენილია ბანკების დანახარჯები 2019 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში.