• 2017-01-09
2017 წლის თებერვლის პირველი ნახევრის მედიაში, ბიზნეს კომპანიებიდან, გაშუქების სიხშირით გამოვლენილი, ტოპ 20 კომპანია ასე გამოიყურება:
 
BciM1 geo
 
ყველაზე აქტიურ 20-ს შორის, მეტი ხვედრითი წილით გამოირჩევიან: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და ფრესკო.
 
მიმდინარე პერიოდში, საქართველოს ბანკთან რუსთავის აზოტის ასოცირებამ გამოიწვია მისი მოწინავე პოზიცია მედიაში. არანაკლები გამოხმაურება მოჰყვა კომპანია „ფრესკოს“ დადანაშაულებას არანორმირებულ სამუშაო პირობებში, მისი ყოფილი თნამშრომლების მიერ. ორივე ნიუსი საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ორივე კომპანიის მისამართით, ნეგატივი სჭარბობს პოზიტივს.
 
BciM2 geo
 
თიბისი ბანკის შემთხვევაში, ნიუსების რაოდენობა, პირიქით, პოზიტივის ხარჯზეა გაზრდილი და მოიცავს თემებს, როგორიცაა: "თიბისი ბანკმა" ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულს გუდაურში მოგებული ბინა გადასცა, "თიბისი ბანკმა" ფიროსმანის ორი ნამუშევარი აღადგინა, თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა, თიბისი ბანკის ტრენინგები აგროსექტორში ჩართული პირებისთვის და ა.შ.