• 2019-09-09

კომპანია „ აი ფი ემ კვლევები “ აგრძელებს სარეკლამო მონიტორინგის კვლევას და გთავაზობთ, ტელევიზიასა და რადიოში რძის პროდუქტების კატეგორიის აქტივობას, მონიტორინგის პერიოდი მოიცავს 2019 წლის მეორე კვარტალს.

2019 წლის მეორე კვარტალში  რადიოსა და ტელევიზიაში სულ გავიდა  5815 სარეკლამო რგოლი, რომლის საერთო ქრონომეტრაჟი იყო -  81123 წმ.  სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით, ლიდერობს „რანინა რძის პროდუქტები“, რომელმაც 2019 წელს სასპონსორო და კომერციული რეკლამებით ჯამში განათავსა 1395 სარეკლამო რგოლი, მეორე ადგილს იკავებს „ქართული რძის ნაწარმი“, რომლის ორივე ტიპის რეკლამები ჯამში შეადგენს  1081 სარეკლამო რგოლს, მესამე ადგილს იკავებს „სოფლის ნობათი“ 928 სარეკლამო რგოლით.

გრაფიკზე წარმოდგენილია ტელევიზიასა და რადიოში სასპონსორო და კომერციული სარეკლამო რგოლების რაოდენობა, 2019 წლის მეორე კვარტალი.

სარეკლამო ეთერში ყველაზე მეტი დრო ორივე ტიპის რეკლამისთვის აითვისა „რანინა რძის პროდუქტებმა“, მისი ქრონომეტრაჟია 22080 წმ.

გრაფიკზე წარმოდგენილია კომპანიების მიერ ათვისებული ქრონომეტრაჟი ორივე ტიპის რეკლამისთვის. 2019 წლის მეორე კვარტალი.

დანახარჯების პარამეტრის მონიტორინგი ხორციელდება ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით, რის შედეგადაც სარეკლამო კამპანიის დანახარჯების შეფასება ხდება მხოლოდ კომერციული ტიპის რეკლამების მიხედვით.

2019 წლის მეორე კვარტალში რადიოსა და ტელევიზიაში საბანკო სფეროს წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 1 847 133 ლარი. აქედან ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა „სოფლის ნობათმა“, კომპანიის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - 776 932 ლარს.

გრაფიკზე წარმოდგენილია კომპანიის დანახარჯები 2019 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში.