• 2019-09-26

ზაფხულის შემდგომი გააქტიურება, ბიზნეს სფეროში ყოველთვის შესამჩნევი და საინტერესოა. ტრადიციულად, „აიფიემი“ გთავაზობთ იმ 20 ბიზნეს კომპანიას, რომელთაც სექტემბრის თვეში, ყველაზე მეტი მედია გაშუქება გამოავლინეს. სია საკმაოდ მრავალფეროვანია და რამდენიმე ინდუსტრიას მოიცავს. მოწინავე პოზიციაზე საბანკო სფეროა და მოცემულ ოცეულში, ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი, 5 ბრენდით არის წარმოდგენილი. სტუმარმასპინძლობის ბიზნესი- 4-ს, ხოლო- სამშენებლო სფერო 3 კომპანიას მოიცავს. ასევე ვხვდებით, საავიაციო, გამაგრილებელი და მინერალური სასმელების, ლუდის, სატელეკომუნიკაციო, ნავთოპროდუქტების ინდუსტრიების მოთამაშეებს.
ქართულ მედია სივრცეში, ყველაზე აქტიური, პირველი 20 ბიზნეს კომპანია, ასე გამოიყურება:

წარმოდგენილი ოცეულიდან, პირველმა 10-მა კომპანიამ, 100 ინფორმაციაზე მეტი მოიცვა, სექტემბრის თვეში. მათი სენტიმენტალური პროფილი წარმოდგენილია ქვევით მოცემულ გრაფიკზე:

10 კომპანიიდან, 4-ის შემთხვევაში გვხვდება ნეგატიური გამოვლინებები. კომპანია „სვეტი“ ერთადერთია, რომლის სენტიმენტალური პროფილი უფრო ნეგატიური მიმართულებისაა, ვიდრე პოზიტიური. დანარჩენი კომპანიების შემთხვევაში, გადახრა ბალანსიდან, ყოველთვის პოზიტივის სასარგებლოდაა წარმოდგენილი. სრულად პოზიტიურ კომპანიებს მიეკუთვნება: „ვითიბი ბანკი“, „სილქნეტი“, „კოკა- კოლა“, „სოკარი“, „ვიზ ეარლაინსი“ და „ემ კვადრატი“. პოზიტივის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, „ვითიბი ბანკი“ გამოირჩევა. ხოლო ნეგატივის-კომპანია „სვეტი“.
ვითიბი ბანკის პოზიტივს მნიშნელოვნად განაპირობებს მისი აქტივობები, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების მიმართულებით, მაგალითად „საცხენოსნო ტურნირი“-ვითიბი ბანკის თასი. ასევე აღსანიშნავია ის, რომ სექტემბრის თვეში, ბანკმა, ქსელის გაფართოვებასა და გათამაშებაზე განაცხადა. საინტერესოა, რომ კომპანია „სვეტის“ ნეგატივი, კომპანია „ემ კვადრატის“ პოზიტივთან კვეთაშია. კერძოდ, სამწლიანი მოლოდინის შემდეგ სვეტის მიერ დაზარალებულმა მენაშენეებმა საბოლოო პასუხი მიიღეს, 2500-მდე ოჯახი ბინებით სამ წელიწადში დაკმაყოფილდება. სამივე შეჩერებულ ობიექტს კომპანია „m²“ იბარებს, რომელიც შეწყვეტილი მშენებლობის დასრულების პირობას დებს.