• 2019-12-09

საქართველოში კომპანიების მიერ გაწეული სარეკლამო დანახარჯების უდიდესი ნაწილი სატელევიზიო რეკლამაზე მოდის. 2019 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიით სულ განთავსდა 245096 სარეკლამო რგოლი.

მოცემულ პერიოდში სულ ტელევიზიაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა განათავსეს 2028 სარეკლამო რგოლი. რეიტინგში ლიდერობს კომპანია „პე-ეს-პე“, რომელმაც 473 სარეკლამო რგოლი განათავსა, მეორე პოზიციაზეა „იმედის თვალის კლინიკა“ – 443 რგოლით, ბოლო ადგილს კი „დენქ ფარმა“ იკავებს - 68 რგოლით.

გრაფიკზე გამოსახულია 2019 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიით გასული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქტივობა სარეკლამო რგოლების რაოდენობის მიხედვით.

ქრონომეტრაჟის პარამეტრში ყველაზე დიდი საეთერო დრო აითვისა კომპანია „ჯიპისიმ“ – 14705 წმ, მეორე პოზიციაზეა კომპანია „პე-ეს-პე“ – 8024 წმ.

გრაფიკზე ნაჩვენებია 2019 წლის მე-3 კვარტალში ტელევიზიით გასული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქტივობა ქრონომეტრაჟის მიხედვით.

ინვესტიციის პარამეტრში ლიდერობს კომპანია „ჯიპისი“, რომელმაც ოფიციალური საბაზრო ღირებულებით გადაიხადა 1382634 ლარი. მეორე ადგილზეა კომპანია „პე-ეს-პე“, რომელმაც 675706 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

გრაფიკზე ნაჩვენებია 2019 წლის მე-3 კვარტალში ტელევიზიით გასული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქტივობა ინვესტიციის მიხედვით.