• 2017-01-16
ქართველების არც თუ ისე მცირე ნაწილია წასული საზღვარგარეთ. ზოგი სამუშაოდ, ზოგიც სასწავლებლად. ამ თემასთან დაკავშირებით აიფიემმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც მოიცვა სამი ქვეყანა - საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. თითოეულ ქვეყანაში გამოიკითხა 700 რესპონდენტი.
 
გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში თითქმის ყოველი მესამე ოჯახის (32%) ერთი წევრი მაინც ცხოვრობს საზღვარგარეთ, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
YwtlitU1 geo
 
კითხვაზე წახვიდოდით თუ არა საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში, ქართველების 19%-მა დადებითი პასუხი გასცა. სომხეთში გამოკითხულთა 41%-მა გამოთქვა საზღვარგარეთ ცხოვრების სურვილი(იხ. გრაფიკი 1). წასვლის სურვილს გამოთქვამენ ძირითადად 30-35 წლამდე ახალგაზრდები. გამოკითხული ქართველების უმეტესობას ა.შ.შ-ში უნდა ცხოვრება(20%), აზერბაიჯანში ლიდერობს თურქეთი (30%), ხოლო სომხეთში პირველ ადგილს რუსეთი იკავებს (32%). ყველაზე პოპულარული ქვეყნების უფრო ვრცელი სია მოყვანილია შემდეგ გრაფიკებზე:
 
YwtlitU2 geo
 
საინტერესო შედეგები გვხვდება საქართველოს რეგიონებში. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იმერეთში საზღვარგარეთ ცხოვრების სურვილი გამოთქვა მხოლოდ 5%-მა, მაშინ როდესაც სამეგრელოში და სამცხეში ფაქტიურად ყოველი მეოთხე ადამიანი მზადაა წავიდეს საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში. სრული შედეგები რეგიონების მიხედვით მოცემულია ცხრილში:
 
ცხრილი 1. საზღვარგარეთ ცხოვრების მსურველთა პროცენტული მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით
YwtlitU3 geo