• 2019-12-26

ერთ-ერთი საინტერესო ინდუსტრია, საქართველოში, უდავოდ პირველადი მოხმარების პროდუქციის საცალო ვაჭრობაა, რაც ძირითადად მარკეტების ფორმით არის წარმოდგენილი. მიმდინარე სტატიაში, „აიფიემ კვლევების“ გუნდი, მარკეტების მედია გამოვლინების ანალიზს წარმოგიდგენთ, გასული 2019 წლის განმავლობაში. გამოვლინდა 16 კომპანია, რომელიც გაჟღერდა მედიაში, 2019 წელს. აქედან 7 კომპანია, 100-ზე მეტ სტატიასა თუ სიუჟეტში მოიხსენიეს. სიას სათავეში კომპანია „ფრესკო“ უდგას. ჯამში 387 პუბლიკაცია დაეთმო კომპანიის მედია გაშუქებებს. 2019 წლის გასული პერიოდის განმავლობაში, სექტორის მოთამაშე კომპანიების მედია აქტივობის სტატისტიკა, ასე გამოიყურება:

პირველი 7 კომპანიის სენტიმენტალური პროფილის ანალიზი გვიჩვენებს შეფასებების გადანაწილებას, კომპანიების მედია გამოვლინებების მთლიან რაოდენობაში. გამოვლინდა, რომ 7-დან 2 კომპანიის შემთხვევაში, მხოლოდ პოზიტიური შეფასებები გვხვდება, იმ მასალაში, სადაც დამოკიდებულების გამომხატველი აქტივობა ფიქსირდება. ეს კომპანიებია „სმარტი“ და „აგროჰაბი“. „კარფურს“ ნეგატიური დამოკიდებულების, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ხვდა წილად, 2019 წელს.

პოზიტივის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება კომპანია „სმარტი“. კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი, ყველაზე რეზონანსური, განაცხადი, 2019 წელს გახლდათ, დასაქმების ფორუმი, სტუდენტებისთვის. ახალგაზრდებს დასაქმების რეალური შანსის გარდა, „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში - „ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდიში“, „დანკინ დონატსში“ და „ვიანორში“ სტაჟირების გავლისა და ცნობილი ტრენერის პაატა პაპავასა და კომპანიის დამფუძნებლებისგან მასტერკლასების მოსმენის საშუალება მიეცათ. არანაკლებად მიმზიდველი და ამავე დროს რეზონანსული, პოზიტიური ნიუსი, სმარტის მიერ „ტრუჩილოს“ იტალიური ყავების არჩევანის გაზრდა იყო. კომპანია „კარფურის“ უარყოფითი პროფილი, ძირითადად, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა შემთხვევებმა განაპირობა, პროდუქციის ხარისხთან და ვარგისიანობასთან დაკავჰშირებით. ასევე ნეგატიურ კონტექსტშია წარმოდგენილი თანამშრომლების სამუშაო პირობები.