• 2020-02-19

კომპანია „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსი“ გთავაზობთ, 2019 წლის სტატისტიკურ მონაცემებს, ბიზნეს ინდუსტრიების მოთამაშე კომპანიების, მედია
აქტივობის თაობაზე.
ამჯერად, წარმოგიდგენთ, სააფთიაქო ქსელების და მათი მედია გამოვლინების მნიშნელოვან ასპექტებს. 2019 წელს, ყველაზე აქტიური სააფთიაქო ქსელი, მედიაში, გახლდათ „პე ეს პე“, რომელმაც მთელი სააფთიაქო გამოვლინების 46 % დაიკავა.

ხუთივე კომპანიას, სენტიმენტების ჭრილში, აქვს პოზიტივის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც, „სახალხო აფთიაქმა“ გადაინაცვლა პირველ ადგილზე. მისი სრული გამოვლინების 39%-ს, პოზიტიური ხასიათი აქვს. არანაკლები პოზიტივით, 37%-იანი მაჩვენებლით, ხასიათდება კომპანია „ავერსი“. ნეგატიური გამოვლინების მაჩვენებელი ფიქსირდება ოთხი კომპანიის შემთხვევაში, თუმცა ძალიან მცირე დოზით. ამ შემთხვევაში, გამონაკლისი „სახალხო აფთიაქია“, ნეგატივის ნულოვანი მაჩვენებლით.

საკმაოდ მრავალფეროვანია იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელთაც განაპირობეს კომპანია „სახალხო აფთიაქის“ პოზიტიური პროფილი, 2019 წელს. გარდა იმისა, რომ კომპანიის სტრატეგიაა აფთიაქების გახსნა ისეთ ტერიტორიულად დაშორებულ და საზღვრისპირა რეგიონებში, სადაც ერთადერთი ქსელური აფთიაქია, რომელიც მოსახლეობას ემსახურება, სხვა ღონისძიებებშიც, ნათლად იკვეთება მზრუნველი კომპანიის იმიჯი, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელსაც ეს ნამდვილად სჭირდება, ასეთია პენსიონერები და ბავშვები. სახალხო აფთიაქის ქსელმა სასიამოვნო სიახლე შესთავაზა მომხმარებელს, 2019 წლის დასაწყისში. ცნობილი გერმანული კომპანიის - Happy Company-ს პროდუქცია სწორედ აფთიაქის ქსელში იყიდება. კომპანიის მთავარი პრინციპი გახლავთ;უსაფრთხო თამაში პატარებისთვის სახალხო აფთიაქმა პენსიონერებისათვის კონკურსი;ჩემი ცხოვრების საოცარი ისტორია" გამოაცხადა, რომლის პირობის თანახმად, სახალხო აფთიაქის მომხმარებელს შეეძლო დაეწერა თავისი ცხოვრების ერთი ყველაზე საინტერესო ისტორია და მიეტანა სახალხო აფთიაქის ნებისმიერ ფილიალში. „ხანძთელის ფონდმა“ და „სახალხო აფთიაქმა “არასამთავრობო ორგანიზაცია - „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება“ დააფუძნეს. „სახალხო აფთიაქმა“ „ჩიკორთან“ და „მანნასთან“ ერთად ერთობლივ პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანებში ცხოვრების ჯანსაღი წესის უფრო მეტად პოპულარიზაციას.