• 2020-07-21

“აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსი“ აგრძელებს მედია სტატისტიკის წარმოებას, აქტუალური ინდუსტრიების მიხედვით. ტრადიციულად, ზაფხულს ლუდის ინდუსტრია ამრავალფეროვნებს სიახლეებით, რაც ცხადია მედიის საშუალებით არის ყველაზე თვალსაჩინო.
2020 წლის ლუდის ბაზრის სიახლეებიდან, აღსანიშნავია ის, რომ ლუდი „აია“, ლუდის პირველი ბრენდი, დაბრუნდა ქართულ ბაზარზე. დღეს აიას ბრენდის მფლობელი სს ქართული ლუდის კომპანიაა. კომპანიის ქოლგის ქვეშ, ბევრი ცნობილი ლუდის ბრენდია და ამიერიდან მათ ჩამონათვალს აიაც დაემატა. ლუდის ბაზრის სიახლეები მსოფლიოსაც შეეხო. საინტერესოა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ლუდი „კორონას“ წარმოება დროებით შეჩერდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მწარმოებელმა ჯგუფმა მას შემდეგ მიიღო, რაც მექსიკის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ლუდსახარშის საქმიანობა
არაუცილებელ საქმიანობად შეაფასა.
იცვლება თუ არა მედია აქტივობა წლიდან-წლამდე ინდუსტრიაში? 2019 წლის მეორე კვარტლიდან ლუდის სეზონის განმავლობაში, ინდუსტრიას, მედია აქტივობის თვალსაზრისით, სათავეში უდგას „ქართული ლუდის კომპანია“. ეს ფაქტი, არც 2020 წლის იგივე პერიოდში შეცვლილა. პირველი 4-5 კომპანია, 2019 და 2020 წლებში, მედიაში, ასე გამოიყურება.

მიუხედვად იმისა, რომ ერთი შეხედვით ტენდენცია არ იცვლება ლიდერ კომპანიებს შორის, ზოგადი მახასიათებელი, რაც პანდემიამ გამოიწვია, ამ კომპანიების მედია აქტივობის, ორჯერ, სამჯერ შემცირებაა. გარდა ამისა, გაცილებით მწირია ლუდის ბრენდების ჩამონათვალი, ლუდის ინდუსტრიაში მოთამაშე კომპანიების მედია აქტივობებს შორის.  ორი ლიდერი კომპანიის სენტიმენტალური პროფილი, პოზიტიური გამოვლინებების პროცენტულ წილზე მიუთითებს. ნეგატიური გამოვლინება კომპანიების შემთხვევაში არ ფიქსირდება.

გრაფიკიდან ჩანს, რომ მიმზიდველი პოზიტიური მაჩვენებელი, მთლიან გამოვლინებასთან მიმართებაში, „ქართული ლუდის კომპანიის“ შემთხვევაში ფიქსირდება. სეზონის პოზიტივი ეხება მთავრობის, ინფექციონისტების ვიზიტებს კომპანიის საწარმოში. მედიის ცნობით, საწარმომ ინფექციონისტების მადლობაც კი დაიმსახურა, იმ უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტებისათვის, რომელსაც იცავს კომპანია.