• 2017-02-20
01-23 მარტი, 2017 წელი
 
გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრია გაზაფხულის მოსვლასთნ ერთად გაღვიძების სტადიაშია. გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიები ყოველდღიურად მეტ და მეტ აქტივობებს გეგმავენ იმისთვის, რომ ამ ზაფხულს, სწორედ მათ მიერ შეთავაზებული ბრენდები იყოს სეზონის მთავარი გამაგრილებელი. ბაზარზე გამოჩნდა ახალი სახელებიც, როგორც ლუდის, ასევე არაალკოჰოლური გამაგრილებელი სასმელების ნაწილში.
 
მარტის გასული დღეების განმავლობაში, მედიაში ყველაზე აქტიური, "ქართული ლუდის კომპანია" იყო, რომელმაც ახალი ბრენდები: "ჩერო" და "გრაფინი" შესთავაზა ლიმონათის მომხმარებელ აუდიტორიას. ლუდის მიმართულებითაც გვაქვს სიახლე, ბაზარს ახალი მოთამაშე "ლუდი ოტინგერი" დაემატა.
 
გრაფიკზე მოცემულია გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების და მათ მიერ ინიცირებული ბრენდების მედია აქტივობის სტატისტიკა, 2017 წლის მარტში.
 
SDS1 geo
 
პირველი სამი კომპანია, მედია აქტივობაში გამოვლენილი მოწინავე პოზიციის მიხედვით, არის "ქართული ლუდის კომპანია", "კოკა-კოლა" და "კომპანია ნატახტარი". მათ მედია შეფასებებში მხოლოდ პოზიტიური დამოკიდებულებები და ნეიტრალური ინფორმაციები გვხვდება.
 
SDS2 geo
 
პოზიტიური შეფასებების ხვედრითი წილითაც "ქართული ლუდის კომპანია" დგას სიის სათავეში, რაც ზემოთხსენებული ახალი ბრენდების დამსახურებაა.
 
"კომპანია ნატახტარის" პოზიტივი, მარტში, განაპირობა დომინოს მედიატურნირის პარტნიორობამ, რომელიც ყველაზე ხშირად გაშუქებადი ნიუსი აღმოჩნდა, კომპანიის პოზიტიურ ნიუსებს შორის.
 
კომპანია "კოკა-კოლას" შემთხვევაში კი, მუხრანში, "კოკა-კოლას" ახალი ფილიალის მშენებლობაა, მარტის თვის, შთამბეჭდავი სიახლე.