• 2017-05-01
რა განაპირობებს ადამიანის კმაყოფილებას, ბედნიერების შეგრძნებას? რა ფაქტორები ახდენენ გავლენას ჩვენს გუნება-განწობაზე ყველაზე მეტად? ამ კითხვაზე საპასუხოდ ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 16 წელზე უფროსი ასაკის 800 ადამიანი.
 
გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რამდენიმე ცვლადის საფუძველზე გამოყვანილ იქნა სოციალური კმაყოფილების ინდექსი. ეს ინდექსი ასახავს მოსახლეობის კმაყოფილებას საკუთარი ცხოვრების დონით. ის შეიცავს ისეთ კომპონენტებს როგორებიცაა: სოციალური პირობებით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილითა და სამუშაო ადგილით კმაყოფილება, ასევე ემოციური განწყობები, მომავლის შეფასებები, ადამიანის უფლებებითა და ეკონომიკური კონდიციით კმაყოფილება. ინდექსის მნიშვნელობა იცვლება 0-დან (სრულიად უკმაყოფილო საკუთარი ცხოვრების დონით) 100-მდე (აბსოლუტურად კმაყოფილი ცხოვრების ხარისხით).
 
საქართველოსთვის სოციალური კმაყოფილების ინდექსის მნიშვნელობა არის 52, ანუ საშულოზე ოდნავ მაღალი.
 

ცხრილი 1. სოციალური კმაყოფილების ინდექსი რეგიონების ჭრილში

AHIGP1 geo

ცხრილში ნაჩვენებია კმაყოფილების ინდექსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონისათვის. როგორც ვხედავთ, ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა გვხვდება აჭარასა და გურიაში - 63 და 60 შესაბამისად. საკუთარი ცხოვრების დონით ყველაზე ნაკლები კმაყოფილება შეინიშნება კახეთში, სადაც ინდექსის მნიშვნელობა მხოლოდ 42-ის ტოლია.