• 2017-05-15
Hoidrb1
 
აიფიემის გუნდი დაინტერესდა, თუ რამდენი წიგნის კითხვას ახერხებს მოსახლეობა წელიწადის განმავლობაში. გამოიკითხა 500 ადამიანი საქართველოს მასშტაბით. გაირკვა, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 48%, არცერთ წიგნს არ კითხულობს.
 
მონაცემები დაიყო ასაკის მიხედვით. 18-დან 29 წლის ახალგაზრდები საშუალოდ 5 წიგნის კითხვას ახერხებენ წელიწადში. 30-54 წლის რესპონდენტები საშუალოდ 3 წიგნს კითხულობენ. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ქალებმა უფრო მაღალი შედეგები აჩვენეს (საშუალოდ ერთი წიგნით მეტი). 55 წელს გადაცილებული მოსახლეობაც წელიწადში საშუალოდ 3 წიგნს კითხულობს.
 
საინტერესოა ის ფაქტი, რომ 18-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, თითქმის ყველა ქალი მინიმუმ ერთ წიგნს მაინც კითხულობს, ხოლო მამაკაცებში 30% ვერ ახერხებს ვერცერთი წიგნის წაკითვას.