• 2017-05-22
2016 წლის სარეკლამო სტატისტიკა
 
ბოლო წლების განმავლობაში, მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რიგი ღონისძიებები გატარდა, სახელმწიფოს მხრიდან წახალისდა და სუბსიდირება მოხდა ყურძნის ჩასაბარებელი ფასის, ასევე გააქტიურდა საზღვარგარეთ ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები. კომპანიების უმრავლესობის პრიორიტეტს წარმოადგენს ბოთლის ღვინის ექსპორტზე გატანა, რადგან საქართველოში როგორც წესი, ნაკლები მომხმარებელი ყავს ბოთლის ღვინოს და მოხმარების მეტი წილი მოდის ე.წ. ჩამოსასხმელ ღვინოზე. ამასთანავე, საკმაოდ გაიზარდა ღვინის კომპანიების რაოდენობა, თუმცა ამ ეტაპზე კომპანიები რეკლამაში დიდ თანხებს არ ხარჯავენ.
 
2016 წლის განმავლობაში, რადიო სადგურებში, ღვინის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო აქტივობის  წილი დაახლოებით - 0,38%-ია, რაც დაბალი მაჩვენებელია.
 
ღვინის სეგმენტში შემავალი კომპანიების სარეკლამო რგოლების რაოდენობა, წლის განმავლობაში, 4 533 რგოლია, კომპანიების წილები კი რაოდენობის ჭრილში ასე გადანაწილდა:
 
WR161 geo
 
ღვინის მწარმოებლებს შორის სარეკლამო დრო შემდეგი წილობრივი თანამიმდევრობით გადანაწილდა:
 
WR162 geo