• 2017-06-13
საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიაა მისი საერთაშორისო ინტერესების დაცვისა და იმიჯის შექმნისთვის. საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის მიერ განსაზღვრული პოლიტიკური კურსის ანალიზის გარდა, საინტერესო და მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის მოსაზრებების შესწავლა აღნიშნულ საკითხზე.
 
საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და უკრაინაში განხორციელებული კვლევის თანახმად, მოსახლეობამ შეაფასა თუ რომელი ქვეყნებია მეგობრულად განწყობილი მათი ქვეყნების მიმართ. თითოეულ ქვეყანაში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1200-მა რესპონდენტმა.
 
ცხრ. #1 - საქართველო
 
C1 geo როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ქვეყნის ყველაზე დიდ მეგობრად უკრაინას მიიჩნევენ (53%), შემდგომ აზერბაიჯანს (38%) და აშშ-ს (33%). დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ცხრილი #1.
ცხრ. #2 - სომხეთი
 
სომხეთის შემთხვევაში მდგომარეობა შემდეგია: გამოკითხულთა უმრავლესობა - 69% ფიქრობს, რომ მათი ქვეყნის მეგობარი რუსეთია. მნიშვნელოვნად ნაკლები რაოდენობა - 28% კი მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნის მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყანა საფრანგეთია (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ცხრ. #2). C2 geo
 
აზერბაიჯანში, კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნებია მეგობრულად განწყობილი აზერბაიჯანის მიმართ, გამოკითხულთა 66%-მა თურქეთი  დაასახელა, 30%-მა საქართველო, ხოლო თანაბარმა ნაწილმა - 21-21%-მა რუსეთი და უკრაინა (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ცხრ. #3).
 
ცხრ. #3 - აზერბაიჯანი
 
C3 geo
 
ცხრ. #4 - უკრაინა
 
უკრაინის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მათ ქვეყანას რთულ სიტუაციებში ყველაზე მეტად ბელარუსის (37%) იმედი შეიძლება ჰქონდეს. გამოკითხულთა თითქმის იგივე რაოდენობას - 36-36%-ს მიაჩნია საქართველო და გერმანია უკრაინის მეგობარ ქვეყნებად, 34% კი ასეთ ქვეყნად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ცხრ. #4). C4 geo
ცხრ. #5 - რუსეთი
 
C5 geo რაც შეეხება რუსეთს, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი (65%) ბელარუსს მიიჩნევს რუსეთის მეგობარ ქვეყნად, შემდგომ ყაზახეთსა (51%) და ჩინეთს (41%), გამოკითხულთა 35%-ის აზრით კი რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყანა სომხეთია (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ცხრ. #5).
 
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსთვის, სომხეთისთვის, რუსეთისა და უკრაინისთვის მეგობარ ქვეყნებად უმეტესად დსთ-ს ქვეყნები მიიჩნევა. ამ ქვეყნებს ყველაზე დიდ ნდობას რუსეთში (77%) და სომხეთში (72%) უცხადებენ. რუსეთის შემთხვევაში ამ შედეგს განაპირობებს ბელარუსის და ყაზახეთის მაღალი წილი, სომხეთისთვის კი რუსეთის მაღალი წილი - 70%-მდე ნდობა მისი მეგობრობის მიმართ.
 
უკრაინისა და აზერბაიჯანის მიერ საქართველოს მიმართ მეგობრული დამოკიდებულობის აღქმის საფუძველზე, ქართველი მოსახლეობისთვისაც დსთ-ს ქვეყნები შეფასდა, როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ ყველაზე მეგობრულად განწყობილი ქვეყნები (69%). საქართველოსა და რუსეთისთვის, დსთ-ს ქვეყნების შემდგომ, მეგობრულად განწყობილი "სხვა ქვეყნების" კატეგორიაში შემავალი ქვეყნები აღმოჩნდნენ. რუსეთის მოსახლეობის შეფასებით, ჩინეთის მიერ მათ მიმართ მეგობრული ურთიერთობების მაღალი მოლოდინის გამო, საქართველოს შემთხვევაში კი - აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ მეგობრული ურთიერთობის აღქმის გამო (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ცხრ. #6).
 
ცხრ. #6
 
C6 geo