• 2017-07-03
2017 წლის პირველი კვარტალი
 
ჰიგიენის ინდუსტრია ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიაა მსოფლიოში, ყოველწლიურად ხდება ახალი პროდუქტების შექმნა და წარმოება. მათ რეკლამირებას კი საყოველთაოდ ცნობილ ადამიანებს ანდობენ, რაც ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს პროდუქციის გაყიდვების წარმატებას.
 
სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოშიც ჰიგიენის პროდუქციის მრავალი საშუალებაა წარმოდგენილი. 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სატელევიზიო ეთერში რეკლამების გასვლების რაოდენობით, ჰიგიენის ინდუსტრიას საკმაოდ მაღალი წილი უჭირავს 8,3% და ის ამ მონაცემით, ლიდერ ოთხეულში ხვდება.
 
რეკლამის მონიტორინგის კლასიფიკაციაში ჰიგიენის ინდუსტრია თავისთავად იყოფა კატეგორიებად, განვიხილოთ 2017 წლის პირველ კვარტალში გასული რეკლამის კატეგორიების პოზიციონირება სექტორში.
 
მთლიანად სატელევიზიო სივრცეში ჰიგიენის სექტორში განთავსდა 14 378 სარეკლამო რგოლი, აქედან ლიდერ კატეგორიას წარმოადგენს საბავშვო პროდუქციის კატეგორია, მისი წილი სექტორიდან არის - 33,57%.
 
გრაფიკზე წარმოდგენილია, ტელევიზიით 2017 წლის პირველ კვარტალში, ჰიგიენის სექტორში განთავსებული კატეგორიების წილები.
 
HQ1171 geo