• 2017-07-03
პოსტსაბჭოთა მოსახლეობის გამოკითხვა - რუსეთი რეგიონის ნომერი პირველი საფრთხე
 
არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, როგორც მოსალოდნელი იყო,
გამოკითხული ქვეყნების მოქალაქეებმა მათი ქვეყნის მიმართ
ყველაზე არამეგობრულად განწყობილ, საფრთხისშემცველ ქვეყნებად
სწორედ ისინი დაასახელეს, რომელ ქვეყნებთან არსებული პოლიტიკური
ურთიერთობაც, უახლოესი ისტორიის მანძილზე, მკვეთრი
უთანხმოებისა და კონფლიქტების ფონზე მიმდინარეობდა.
 
პოსტსაბჭოთა სივრცეში (გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა) ჩატარებული კვლევის ფარგლებში რესპონდენტებმა შეაფასეს მათი ქვეყნების მიმართ არამეგობრულად განწყობილი, საფრთხისშემცველი ქვეყნები. თითოეულ ქვეყანაში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1200-მა რესპონდენტმა.
 
NFC1 eng როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთაგან, ქართველები და უკრაინელები აღიქვამენ რუსეთს სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად კონფლიქტურ ქვეყნად. ქართველი რესპონდენტების 70%-მა (იხ. გრაფიკი #1), ხოლო უკრაინელების 73%-მა რუსეთი ერთმნიშვნელოვანად შეაფასა, როგორც მათ მიმართ ყველაზე არამეგობრულად განწყობილი ქვეყანა.
 
საინტერესო შედეგი მივიღეთ მოლდოვასა და ბელარუსში, სადაც მოქალაქეების თითქმის მესამედი ფიქრობს, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც მათ მიმართ არაკეთილგანწყო-ბილია (მოლდოვა - 30%, ბელარუსი - 31%). ამავდროულად, იგივე ბელარუსსა და ასევე, რუსეთში, ყველაზე დიდ საფრთხისშემცველ ქვეყნად განიხილავენ აშშ-ს. ბელარუსში გამოკითხულთა 41%, ხოლო რუსეთში 62% ფიქრობს ამგვარად (იხ. გრაფიკი #2). NFC2 geo
 
გასაკვირი არ არის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კონფლიქტურ და საფრთხისშემცველ ქვეყნებად აღიქვამენ. სომხების შეფასებით, ძირითადად, ორი ქვეყანა გამოვლინდა, რომლებიც სომხეთის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებით გამოირჩევიან - აზერბაიჯანი (97%) და თურქეთი (83%). მაშინ, როცა აზერბაიჯანელი რესპონდენტებისთვის საფრთხისშემცველი ქვეყანა ცალსახად გამოიკვეთა - ყველა გამოკითხული აზერბაიჯანელის აზრით, მათი ქვეყნის მიმართ არამეგობრულად განწყობილი სომხეთია.
 
საბოლოო ჯამში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) არსებული შედეგებით  იკვეთება რეგიონისთვის საერთო, არამეგობრულად შეფასებული ქვეყნები - რუსეთი, აშშ და ასევე, არაბულ-ისლამური ქვეყნები. ეს ქვეყნები რეგიონის სამივე ქვეყანაში დასახელდა, როგორც საფრთხისშემცველი.
 
თუ შევადარებთ რუსეთსა და აშშ-ს, მათ შორის რეგიონში საფრთხისშემცველ ქვეყნად უფრო რუსეთს აღიქვამენ (28,7%), ვიდრე აშშ-ს (2,8%). აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია რეგიონის სამივე ქვეყანაში იკვეთება, თუმცა ამ შედეგს უმეტესწილად მაინც საქართველოს შეფასება განსაზღვრავს, სადაც რუსეთის აღქმა საფრთხისშემცველ ქვეყნად მნიშვნე-ლოვნად ძლიერია ამერიკის მიმართ მსგავს შეფასებასთან შედარებით (იხ. გრაფიკი #3). NFC3 geo
 
საინტერესოა ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართველების მოსაზრებების ცვლილება რუსეთის არამეგობრულობის შესახებ. ეს ცვლილება გვიჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთის საფრთხისშემცველ ქვეყნად აღქმის ტენდენცია იკლებს. კერძოდ, ამგვარი მოსაზრების მქონე ადამიანთა რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში 8%-ით შემცირდა (იხ. გრაფიკი #4).
 
NFC4 geo