• 2017-09-18
ხანძარი წლის აქტუალური თემაა. არაერთ მნიშვნელოვან ობიექტს, თუ ბუნებრივ გარემოს მიადგა საგრძნობი ზარალი, ცეცხლის გამო. ქართული მედია შემდეგი შემთვევების თაობაზე გვამცნობს:
 
29 იანვარი, 2017 წელი-ხანძარი იყო ბათუმში, თამარის დასახლებაში ბარაკული ტიპის სახლები დაიწვა. ღია ცის ქვეშ 12 ოჯახი, სულ 70-მდე ადამიანი დარჩა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა სახელდება.
 
30 იანვარი, 2017 წელი-ხანძარი ბავშვთა სამყაროს სავაჭრო ცენტრში დილის 3 საათისთვის გაჩნდა და მეხანძრეები თითქმის ხუთი საათი ცდილობდნენ ხანძრის ლოკალიზებას. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დამწვარია. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
 
22 თებერვალი, 2017 წელი-ხანძარს ბათუმში მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები. ღამის კლუბ "არენაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 70 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, ის კლუბში მუშაობდა. 4 დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ხანძარი კლუბში დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება.
 
3 ივლისი, 2017 წელი-ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე, მშენებარე და მოქმედ ტაძრებს შორის არსებულ ძველ ხის სათავსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 70 კვადრატული მეტრი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
 
10 ივლისი, 2017 წელი-ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძარი დილის 06:50 წუთზე გაჩნდა. ხანძარი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული, დაიწვა 70-მდე მაღაზია.
 
17 ივლისი, 2017 წელი-დეზერტირების ბაზარზე ხანძრის შედეგად დამწვარია 180 კვადრატული მეტრის ფართობი.
 
26 ივლისი, 2017 წელი-წაღვერიდან დაახლოებით 2 კილომეტრში ტყეში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გავრცელების არეალი 6 000 კვადრატულ მეტრს მოიცავდა. ხანძარი დასახლებულ პუნქტებს არ შეხებია.
 
27 ივლისი, 2017 წელი-"რუსთავი 2"-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალი 300 ათას ლარს აღწევს. წინასწარი დათვლებით, მხოლოდ დაზიანებული ტექნიკის ღირებულება 100 ათასი ლარია, ამას ემატება განადგურებული დეკორაციების ღირებულება. ხანძარი სამაუწყებლო კომპანიის მთავარი ოფისის ცენტრალურ ნაწილში გაჩნდა.
 
2 აგვისტო, 2017 წელი-კახეთის გზადკეცილზე, შპს "შარავანდი" ტერიტორიაზე, დამწვარია 800 კვ. მეტრ ფართის გარე სასაწყობე მეურნეობა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შპს "შარავანდი" პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მხარდაჭერილი საწარმოა. ის ქართულ ბაზარზე ეტიკეტებსა და სხვადასხვა სახის პოლიმერულ შესაფუთ მასალებს აწარმოებს. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვა გახდა.
 
3 აგვისტო, 2017 წელი-თბილისში, ვაჟა-ფშაველას 76 ნომერთან ცეცხლი ნაგვის ნარჩენებს გაუჩნდა, თუმცა, გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეხანძრეების ინფორმაციით, დაახლოები 15 კვ.მ-ია დამწვარი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
 
4 აგვისტო, 2017 წელი-ხანძარი ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე. დაზარალებულია 5 ოჯახი. ცეცხლი ლიკვიდირებულია, დაშავებულები არ არიან, ბათუმის მერიის წარმომადგენლები ზარალის შესწავლამდე ოჯახებს ქირით გაიყვანენ.
 
ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ შემთვევებსა, რასაც მედია აშუქებს, 2017 წელს.
 
საინტერესოა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, განცდა, რომ 2017 წელი განსაკუთრებით გამოირჩევა ხანრების სიხშირით, სხვა წლებისგან. მედია მონიტორინგის სტატისტიკა, გვიჩვენებს, ხანძრის თემაზე, გაშუქებული ნიუსების რაოდენობას, წლების მიხედვით.
 
FtiGm1 geo