• 2017-09-25
ივლისი ფესტივალების თვეა. მუსიკალური, რეწვის, ქორეოგრაფიული, კულინარიული, ნაყინის-ყველა დასახელება ფესტივალს ეკუთვნის, რომელიც ივლისში იმართება საქართველოს მასშტაბით. მეტიც, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომელთა შესახებაც ქართული მედია აშუქებს ინფორმაციას.
 
ჯამში, 380 ნიუსი დაეთმო ფესტივალების თემას, მედია სივრცეში, ივლისის გასული დღეების განმავლობაში. ინფორმაციები მედია ტიპებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:
 
Tsof1 geo
 
ფესტივალების თემის მედია გაშუქების შნაარსობრივი მხარე არანაკლებ საინტერესოა. გთავაზობთ მედიაში ყველაზე ხშირად გაშუქებულ ნიუსებს.
 
ჯემ ფესტი 2017 ოფიციალურად გახსნილია. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში სხვადასხვა ღონისძიებებით დახვდნენ. მთავარი სცენა კი უცხოელმა შემსრულებლებმა დაიკავეს. ფესტივალის ორგანიზატორის განცხადებით ყველაფერი მზად არის და სამეგრელო წელს ტურისტების დიდ ნაკადს ელოდება.
 
მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი იმართება. სტუმრებს 12 კომპანია უმასპინძლებს. ფესტივალის ფერგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სიურპრიზები, გათამაშებები.
 
ტოლმის ფესტივალი იმართება თბილისში. ღონისძიებაზე, რომელიც კონკურსის ელემნტებსაც ითვალისწინებს კერძის სხვადასხვა სახეობა წარმოადგინეს. ფესტივალში 40 დიასსახლისი მონაწილეობს, საუკეთესოებს კი ერევნიდან ჩამოსული სპეციალური ჟიური შეაფასებს.
 
Art-გენი 2017 იწყება. Art-გენის თბილისის ტური 17-24 ივლისს იმართება. მასპინძელი ტრადაციულად ეთნოგრაფიული მუზეუმია, თუმცა ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს. პროექტის Check in Georgia ფარგლებში, 17 ივლისს, თბილისის ტურს მომღერალი სოფი ვილი გახსნის.
 
ბათუმის კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს, Batumi MusicFest-ს, ცნობილი ფრანგი პროფესორი მიშელ სონი ეწვევა და ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს მასტერკლასებს ჩაუტარებს.
 
შვეიცარიაში გამართული, ყოველწლიური, მუსიკალური ფესტივალი, წელს კონკრეტულად ქართველებს დაეთმო. შვეიცარიელებმა და ქართველებმა ერთმანეთს სიმღერა ასწავლეს. მუსიკალურ ფესტივალზე საქართველოდან დები ზვიადაურები და ანსამბლი "დიდგორი" იყო წარდგენილი.