• 2017-10-02
სექტემბერი სწავლის დაწყების თვეა, შესაბამისად, ქართულ მედიაში ხშირად ვხვდებით სკოლებთან, ბაღებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებული თემების გაჟღერებას.
 
სკოლების თემა, სექტემბრის განმავლობაში, ჯამში 700-მდე ნიუსში გაშუქდა. აქედან პუბლიკაციების უმრავლესობა საჯარო სკოლებს ეხებოდა. სახელობით და კერძო სკოლებს შორის, ყველაზე ხშირად მოხსენიებული კომაროვის სკოლა აღმოჩდა.
 
Nay1 geo
 
ბაღების თემა 600-მდე სიუჟეტსა და სტატიაში გამოვლინდა და ძირითადი აქტივობა მოდის შემდეგ თემებზე:

  • აღმზრდელების უყურადღებობით დაშავებული ბავშვი-206-ე საბავშვო ბაღში, 3-4-წლიანი ბავშვბის ჯგუფში, ბავშვი გადმოვარდა მეორე სართულიდან.
  • პროექტის "ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით" განხორციელება.
  • ბოლნისის საბავშვო ბაღებში კარანტინი გამოცხადდა. მიზეზი დაფიქსირებული ენტერო ვირუსი და ნაწლავური ინფექციაა.
  • თბილისს ხუთი ახალი ბაგა ბაღი შეემატა.
  • მშობლების ნაწილმა საჯარო საბავშვო ბაღში დარეგისტრირება დროულად ვერ მოახერხა.
 
უმაღლესი სასწავლებლების საკითხები გაშუქდა 1300-მდე ნიუსში. მედიაში, ყველაზე ხშირად მოხსენიებული უნივერსიტეტების პირველი ათეული ასე გამოიყურება:
 
Nay2 geo